ლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედომ" "კუკეში" დიდი ანგარიშით დაამარცხა - 5:2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სერიოზული განაცხადი გააკეთა.

საბუთების მოუწესრიგებლობის გამო სტუმართა გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა საქართველოში შემოსასვლელი ვიზა ვერ მიიღო და ატეხეს ალბანელებმა ერთი ვაი-უშველებელი, არიქა, ქართველები გვჩაგრავენო და უეფას მიმართეს. მერე გამოაცხადეს, რომ "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტდნენ. კიდევ კარგი არ თქვეს - დიპლომატიურსო. მოკლედ, მათმა უაზრო ჭირვეულობამ შედეგი ვერ გამოიღო და მატჩი გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ცხელოდა და მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იყო, სამწუხაროდ მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი მრავლად არ მივიდა
და მატჩი სტუმართა ხანგრძლივი შეტევით დაიწყო, რომლის მოგერიებას ლამაზი კონტრიერიში და კუხიანიძის გოლი მოჰყვა. მე-10 წუთზე "ტორპედომ" ანგარიშის გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - აქტიურმა კუხიანიძემ კოხტა პასით გეგეჭკორი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ გამოიყენა კუხიანიძემ, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გადაცემა ქიმაძემ გაუკეთა.

ამის შემდეგ ინიციატივას ქუთაისელები დაეუფლნენ, გამოიკვეთა მათი ტექნიკური უპირატესობა, ბურთიც გააგორეს და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკიდან ამოვარდნილი იყო ალბანელი ჰარბას მიერ გატანილი საპასუხო გოლი. ცოტა ხანში კი რეჯინალდომ კინაღამ გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

ერთი სიტყვით, გადავრჩით და 28-ე წუთზე კუხიანიძემ გამოზომილი პასი გაუკეთა მარინს და 3:1. მერე "კუკეშმა" ნაკუთხურალი ბურთი უხეიროდ მოიგერია და ქიმაძემ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" სტრატეგია შეცვალა, თამაში დააწყნარა, მეტოქის შეცდომას ელოდებოდა და მიეცა კიდევაც შანსი, მაგრამ მე-60 წუთზე ლაჩნიმ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. 86-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ მეტოქის დაცვა ლამაზი ფინტით გაარღვია და მეკარესთან ერთი - ერთზე გასულმა მეხუთედ დალაშქრა ალბანელთა კარი. ბოლოს კი ჰოჯა პირადი ინიციატივით წაიქცა ქუთაისელთა საჯარიმოში, მსაჯმა ჩათვალა, რომ მარინმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტით პლაკუმ ანგარიში 2:5 გახადა.

"ტორპედომ" თავისი ამოცანა შეასრულა, შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და ალბანეთში სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. თუმცა, რომ არა არბიტრის უხეში შეცდომა, შეეძლო უფრო დიდი სხვაობითაც გაემარჯვა. აუცილებლად ხაზგასასმელია კვასხვაძის კარგი თამაშიც, რომელმაც კომპენსირებულ დროში თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

altკახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - კუკეში 5:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (86), 5:2 პლაკუ (87, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (დაფე 72), გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე (ხურცილავა 79), კუხიანიძე, ლაჩნი (კაპანაძე 67), მარინი, ცინცაძე

კუკეში: ფრაჩერი, გირბჯა (პლაკუ 64), ძარია (შკოდრა 64), ჰარბა, ჰოქსჰა, მუსოლი, ქაგი, რეჯინალდო, რუმბულაკუ, ჩამეტი, ვილიამი



alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ

მკითხველის კომენტარები / 28 /
დიდი სამსახური გაგვიწია სწრაფმა გოლმა, ძალიან გაიხსნა მეტოქე. 5-1 უფრო საიმედო ანგარიში იყო ის პენალტი რომ არ მოეგონათ. ფაქტია იქ დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებენ, მაგრამ დიდ სივრცეებს დატოვენებ დაცვაში და ეს უნდა გამოვიყენოთ. თუ გავუშვებთ გოლებს, წესით უნდა გავიტანოთ კიდეც. კუკესიც დაცვაც ,,ტყემალზე იჯდა'', განსაკუთრებით მაშინ როცა შუახაზელები სივრცეების დაკეტვას ვეღარ ასწრებდნენ. ფაქტია იქაც შეტევებით დაიწყებს კუკესი
Irakli Apkhaidze
10 აგვისტო 2018 09:52
0
"გაანადგურა" იქნებოდა 5:0, ხოლო 5:2 არის "დიდი ანგარიშით მოგება". და, სხვათა შორის, უარესი შედეგი ვიდრე 3:0 იქნებოდა. სანამ ასეთი მენტალობა აქვს ერს თუნდაც შეფასების კუთხით მანამ არაფერი გვეშველება
ლევანი
10 აგვისტო 2018 09:35
13
სანახაობრივად კარგი თამაში იყო, მსაჯმა ერთი ბურთი კუკეშს აჩუქა, ამით შანსი დაუტოვა. არ დაგვავიწყდეს, რომ ეტყობა ბევრის მკადრებლები არიან, აქ უსაფუძვლო შარი მოგვდეს, იქაც შეეცდებიან პროვოკაციაზე აგვიყოლონ. ასე, რომ სრული მობილიზაცია, მითუმეტეს დაცვაში პრობლემები გამოჩნდა. წინ, პლეი-ოფისკენ!
მერაბი
10 აგვისტო 2018 09:23
0
ეს ქუთაისის ტორპედო იყო თუ მადრიდის რეალი?! გილოცავთ გამარჯვებას ტორპედოელებო. ეს ერთი და სხვა მრავალი!
aburjga
10 აგვისტო 2018 07:37
2
არა ბატონო მადრიდის რეალს ეთამაშებოდა
41
10 აგვისტო 2018 12:32
2
იქაც მოუგებენ როგორც ვიკინგებს
lasha
10 აგვისტო 2018 07:31
3
გაედოთ ბაირამ დუდუკში
ზე გოლ
10 აგვისტო 2018 02:46
2
არ მეჩხუბოთ. ტორპედო გავარდება. ოღონდ ჩემი ნათქვანი არ გამართლდეს და მეჩხუბეთ!.
zurab
10 აგვისტო 2018 01:45
41
ანუ საბედისწეროთ მოგეჩვენა ის მოგონილი პენალტი?.. 5-1 არ იფიქრებდი ხო მაგას?...
Irakli Apkhaidze
10 აგვისტო 2018 09:48
0
რად გინდა ასეთი კომენტარების წერა,ადამიანი 100 -თ.დარწმუნებული უნდა იყოს,რომ ასეთი კომენტარი დაწეროს,ან ტორპედოს მტერია ის ადამიანიი
ნუუ-დაა
10 აგვისტო 2018 08:31
1
ვულოცავ ტორპედოს გამარჯვებას.მადლობა რომ გაგვახარეთ! გასვლაზეც მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ.კიდევ უკეთესად უნდა შეთამაშდეთ რომ პლეი-ოფში შევძლოთ და მოვიგოთ
დდდ
10 აგვისტო 2018 01:02
0
ვულოცავ ქუთაისელებს კარგი ანგარიშით გამარჯვებას,მაგრამ რაც აქ ვნახე,მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნები.ორი გოლიც გავატანინეთ და ამის გარდა კიდევ ძალიან ბევრჯერ სახიფათო პოზიციებიდან დავარტყმევინეთ კარში.თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ ორი სამი გოლი გაეტანათ,თანაც პირველი ტაიმის მეორე ნახევარში,როცა მეტოქე სრულიად დაშლილი იყო,ჩვენებმა ამის გამოყენების ნაცვლად,ბურთის გორებად დაიწყეს.ჩათვალეს რომ სამბურთიანი უპირატესობა საკმარისი იყო.ეს ხალხი ვნახეთ,რომ ძალიან ავები ყოფილან და საკუთარ მოედანზე შეიძლება ისეთი ზეწოლა განახორციელონ,რომ სამ ბურთიანი უპირატესობა ამოგვიქაჩონ კიდეც.ხეზე სამჯერ დავაკაკუნე, მაგრამ ჩვენი დაცვაც ვერ გამოიყურებოდა საკმაოდ საიმედოდ და მშვიდად ვერ ვიქნებით.
სოსო
10 აგვისტო 2018 01:01
2
და ამოქაჩავენ კიდევაც
41
10 აგვისტო 2018 12:36
2
ერთი რომელია ქუთაისელი: აზაცკი, დაფე, ჰლინკა, ლანჩი თუ მარინი? მე გამიხარდებოდა ჭიჭიკიას და ბიჭიკიას რომ კარგათ ეთამაშათ და ისე მოეგოთ, თორემ ვიღაც მოსულების ხარჯზე გამარჯვების ზეიმი ცოტა ტეხავს! იქ მისული მაყურებელი ვის გულშემატკივრობდა, გუნდის სახელს?...
მ ი მ ი ნ ო
10 აგვისტო 2018 08:33
28
ყოჩაღ ტორპედო!!! მაქსიმალური კონცენტრაცია და ნერვების კონტროლი მომდევნო თამაშში!
sormona
09 აგვისტო 2018 23:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული