რა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქის, ალბანური "კუკეშის" რიგებში დაძაბული სიტუციაა და რამდენიმე ფეხბურთელს გუნდის დატოვებაც კი სურს.

არსებობს გარკვეული უთანხმოება მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის. ამ ყველაფრის შესახებ საიტი Panorama.com.al-ი წერს.

"კუკეშს" სჭირდება 25 ფეხბურთელი იმისთვის, რომ განაცხადი შეივსოს. კლუბი სათანადო კადრებით არ არის დაკომპლექტებული.

არ ვიცი, ეს როგორ მოხდა და ვის მიუძღვის წვლილი ამაში. უმჯობესი იქნება, ყოველივე ეს სამსჯავროზე გამოვიტანოთ და არაფერი დავმალოთ", - ეს სიტყვები "კუკეშის" მწვრთნელ არმანდო ცუნგუს ეკუთვნის, რომლებიც მან თბილისური შეხვედრის შემდეგ თქვა.

ალბანური საიტი წერს, რომ ცუნგუმ
გუნდში სრული რევოლუცია მოახდინა. მან "კუკეშის" წინა მწვრთნელის, პიტერ პაკულტის კადრების მოცილება გადაწყვიტა და თავისი ფეხბურთელების მიყვანა სურდა.

თურმე ცუნგუს კლუბის ლიდერ რეჟინალდოსთან თანამშრომლობა არ სდომებია, რომელიც "ტორპედოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრაზილიელი ცუნგუს ტაქტიკურ სქემაში ვერ ჯდება.

საინტერესოა, რომ ალბანური გუნდიდან წასვლა რამდენიმე ფეხბურთელს უნდა და ისინი ქუთაისურ გუნდთან შეხვედრას ელოდებიან, რის შემდეგაც კლუბს დატოვებენ. მათ რიგებში შედის სებინო პლაკუ, ვინაც "მიხეილ მესხის" სტადიონზე თერთმეტმეტრიანი მოინადირა.

ირაკლი ძარიას გუნდიდან აბარგებას, ასევე, ილი შამეტის, ბესარ მუსოლის, სიმონ როუნდერს და ალბი ალას უწინასწარმეტყველებენ.

ყველა მათგანს კონტრაქტი უსრულდება და ხელმძღვანელობაც არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს, რათა ისინი "კუკეშში" დატოვოს.

ამით ცუნგუ ძალიან უკმაყოფილო ყოფილა და პრეზიდენტ გჯიჩისთვის უთქვამს, ასე შორს ვერ გავფრინდებით და ალბანეთის ჩემპიონობისთვისაც ვერ ვიბრძოლებთო.

თავის მხრივ, გჯიჩმა სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი და მწვრთნელი არმანდო ცუნგუ დაიბარა და თბილისში დიდი ანგარიშით მარცხის გამო პასუხი მოსთხოვა.

გჯიჩი ძალიან უკმაყოფილო იყო დაცვით და კონკრეტულად ჰოჩას თამაშით. "კუკეშის" მწვრთნელმა ასევე გააკრიტიკა სამწვრთნელო შტაბი და აღნიშნა, რომ მარცხში წვლილი მათაც მიუძღვით.

მწვრთნელს კი თავი იმით უმართლებია, გუნდი გადაღლილი იყო და შედეგი ამიტომ ვერ მივიღეთო.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ კლუბს ძალიან წაადგება ახლად გაკეთებული არდიან კუკულისა და გვინეელი ომარ ტურეს ტრანსფერი.

alt"კუკეში" "ტორპედოსთან" მატჩის წინ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელით გაძლიერდა

გჯიჩიჩმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ საშინაო შეხვედრაში "კუკეშმა" ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხოს.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


 

altქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთში ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
zurab, ლოგიკაში ვერ უნდა გქონდეს კარგად საქმე. რას ნიშნავს "თუ ტორპედო გოლს ვერ გაიტანს, ჩათვალეთ, რომ დიდი ანგარიშით დამარცხდება?". რა გარანტია გაქვს, რომ კუკეში 3 გოლს გაიტანს? ჩემი პროგნოზი ფრეა.
natali
18:14 15-08-2018
1
ისევ და ისევ. თუ ტორპედო გოლს ვერ გაიტანს, ჩათვალეთ, რომ დიდი ანგარიშით დამარცხდება და გავარდება.
zurab
12:59 15-08-2018
18

სიახლეები პოპულარული