"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

AutoSharing Option
ალბანური "კუკეში" უეფასგან ქუთაისის "ტორპედოს" დასჯას ითხოვს. ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა სტეფან გჯიჩმა ისაუბრა.

"ჩვენ პროცედურების სრული დაცვით ვიმოქმედეთ. დავუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ისინი გვატყუებდნენ.

ისე ჩანს, რომ ამას განზრახ აკეთებდნენ. რეჯინალდოსა და მალოკუს ჩაყვანაში კი ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა.

ჩვენ ვთხოვეთ უეფას, რომ "ტორპედო" დასაჯოს. არ გვინდა, ამით ჩვენი მარცხი გავამართლოთ, მაგრამ ქუთაისელების საქციელი ჩვენთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო.

შესაბამისმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა იმოქმედონ და ჩვენ მათთან ოფიციალურ სადილზე არ დავსხდებით", - აღნიშნა გჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბების
პირველ შეხვედრაში სავიზო პრობლემების გამო საქართველოში "კუკეშის" რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ჩამოვიდა, რაშიც კლუბმა ქართული მხარე დაადანაშაულა.

alt"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი
"კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ალბანურ კლუბში დიდი პრობლემებია, რაზეც Sportall.ge უკვე წერდა.


altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

მკითხველის კომენტარები / 9 /
Inatret qartvelebtan sadilze da qartul kulturis gacnobaze ra saedan xar tu ici saertod vis enaze laparakob es yurna faborotebuli naxe ra 5-2 gaumeoret ra bichebo im chven legionerebis gareshe ))ca
Emigranti
15 აგვისტო 2018 18:47
0
შენთა ერთათ სადილად კი არა მოსაჯ.... არ დაჯდებიან ქუთაისლები!
ვაი შენს პატრონს
15 აგვისტო 2018 18:10
0
ესენი მართლა ვინ ყოფილან, ეს ინტრიგანები.
WTF
15 აგვისტო 2018 17:46
0
ტორპედოს ფანების მიმართვა ქუთაისის ტორპედოს:
დასაჯეთ კუკეში თამაშით
ირაკლი
15 აგვისტო 2018 17:44
1
თუ რამეში დაჩაგრულად გრძნობთ თავს, მიმართედ უეფას და მორჩა, არ ატეხა საქვეყნოდ, ქალივით წივილ კივილი!
ალეკო
15 აგვისტო 2018 14:54
0
იქაც მოუგეთ ბიჭებო და ეგ იქნება დასჯა.ისადილონ მერე მარტო დავარდნამდე.
კახა ქირია
15 აგვისტო 2018 13:05
0
დაიწყეს ალბანელებმა პროვოკაციები! ფედერაციას და 'ტორპედოს" ყურადღება მართებს.
მერაბი
15 აგვისტო 2018 12:58
0
რაუნდათ ამათ ხო გაახურენსაქმე,,,,გამოვიდეს ვინმე და გაცეს შესაბამისი პასუხი ზედმეტად დიპლომატიურები ვართ ,,,,მიდით მგლებო ხვალ ჩაუდევით იმხელა რო სუნთვის საშვალება არ ქონდეთ
qutaiseli
15 აგვისტო 2018 12:48
0
ბიჭებო გფარავდეთ უფალი,დ ღეს ისეუნდა ითამაშოთ,რომიტყვიან საკუთარ შესაძლებლობებს უნდა გადაახტეთ....წარმატებები
euhh
15 აგვისტო 2018 12:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული