სად ვუყუროთ "ტორპედოს" მატჩს? - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", დიდი ალბათობით, არ აჩვენებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "კუკეშისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ტელევიზიაში განუცხადეს.

როგორც გვითხრეს, ალბანურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოსაც" დაუკავშირდა და ტრანსლირების საკითხით დაინტერესდა.

კლუბში გვითხრეს, რომ ალბანელები ტრანსლაციას ყიდიან, მყიდველი კი არავინ არაა. 

გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.

ინტერნეტში საყურებელი ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge
მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

altქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთში მეორე ვარჯიში გამართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩემი ბრალია,პირველი არხისთვის არ უნდა გამეგზავნა მახათები.
გოგი წულაია(?)
14:29 16-08-2018
0
აქ არა მარტო საზ. მაუწყებელი? არამედ ფედერაციაც დამნაშავეა... ერთადერთი ქართული კლუბი შემორჩა ევროთასებს და ამ დროს თურქული სერიალებით არის ეთერი დაკავებული... დინამო რომ თამაშობდეს ხომ გამონახავდით სახსრებს?! სირცხვილიააა...
გიორგი
11:30 16-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული