სად ვუყუროთ "ტორპედოს" მატჩს? - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", დიდი ალბათობით, არ აჩვენებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "კუკეშისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ტელევიზიაში განუცხადეს.

როგორც გვითხრეს, ალბანურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოსაც" დაუკავშირდა და ტრანსლირების საკითხით დაინტერესდა.

კლუბში გვითხრეს, რომ ალბანელები ტრანსლაციას ყიდიან, მყიდველი კი არავინ არაა. 

გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.

ინტერნეტში საყურებელი ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge
მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

altქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთში მეორე ვარჯიში გამართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისყიდოს და აჩვენოს ყველა ის კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც ხდება ქვეყნის სახელით და რომელიც ემსახურება ქვეყნის პრესტიჟის წარმოჩენას.
2. უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი "მოლაპარაკებებს აწარმოებს" და საბოლოოდ არ ყიდულობს ტრანსლირების უფლებას. ქართულმა კლუბებმა წელს ევროტურნირებზე 13 მატჩი ჩაატარეს და რამდენი პირდაპირი ეთერი წარმოადგინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? იკგივე მოხდა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების ყველა თამაში არ აჩვენეს.
3. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთოს ოფიციალური განცხადება და აგვიხსნას თუ რატომ ხდება ასეთი შემთხვევები, რა კრიტერიუმებით არჩევენ თუ რომელი რეპორტაჟი შეიძინონ და რა სირთულეებს აწყდებიან მოლაპარაკებების დროს. როგორც სჩანს "მეგობრებს" დაავიწყდათ თავიანთი ფუნქცია და ასე უტიფრად გადაგიწყვეტენ რა გაჩვენონ და რა არა, თან ისე, რომ ოფიციალურ განცხადებასაც არ აკეთებენ ამის შესახებ, არ თვლიან საჭიროდ.
ანესთეზეოლოგი
15 აგვისტო 2018 16:18
0
აღარ დავაფინასოთ პირველი არხი/////
REZO
15 აგვისტო 2018 15:44
0
ვინ გვეკითხება თორემ კი
grego
15 აგვისტო 2018 17:55
0
აჩვენეთ ფეხბურთი პირველი არხი უნამუსოებო!!!
tbiliseli
15 აგვისტო 2018 14:36
0
პირველი არხის ხელმძღვანელობა მარტო მახათის ხმარებაშია ყოჩაღი
Givi
15 აგვისტო 2018 14:05
2
მაგაშიც ეჭვი მეპარება... :D :D :D
აჩი
15 აგვისტო 2018 16:22
1
პირველი არხი დასახურია მარტლა, ტყუილად ვაზლევტ პულს არაპერს ესენი არ აკეტებენ, აწი ლიგაც აგარ იქნება, რაც გვაინტერესებს იმას არ ყიდულობენ, ნუ გვაგოიმებენ პაქტიურად რა. იმედია არ დაბლოკავტ.
ave
15 აგვისტო 2018 16:59
1
პირველმა არხმა თუ აიგო პასუხისგებლობა ეროვნული მტჩებისს გაშუქებიი კეთილი ინებოს და გააშუქოს ჩვენი კლუბები თამაშებიი ევროსარბიელზე ან გა....ჯჯჯს
shoti
15 აგვისტო 2018 15:33
2
რაში უხდით ფულს საზოგადოებრივ მაუწყებელს?
rezi
15 აგვისტო 2018 13:49
2
ფულის ხროვები ხართ არც ფეხბურთი არც ქვეყანა არანაირი პატრიოტული და ქართული არ გაგაჩნიათ ფულის ჭამის და გოთვერნობის გარდა არც მომავალზე ფიქრობთ ფედერაცია ტელევიზიები მთავრობა ყველა ერთი ხროვები ხართ ოღონდ ხალხის ფულები ჭამოთ და იგოთვერნოთ მეტი თქვენ არ გაინტერესებთ ყველას მოგეთხოვებათ ძალიან მალე
გიორგი
15 აგვისტო 2018 13:33
2
სირცხვილი პირველ არხს.
გიგა
15 აგვისტო 2018 13:58
2
ამ ეგრედ წოდებულ მითომ საზოგადოებრივს ჩამოერთვას ეს სახელწოდება და გადაეცეს სხვა ტელევიზიას ვინც იზრუნებს მართლა საზოგადოებაზე და ფეხბურთის ყურების უფლებაც იმას მივანიჭოთ,თორემ ამ დედა აფეთქებულმა არხმე(ხალხის ფულით კი არსებობს)რამდენჯერ გაუცრუა საზოგადოებას იმედები...ძირს 1 არხიი...
ამათი დედაც
15 აგვისტო 2018 13:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული