შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნუკრი რევიშვილის შვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.