დიდი ტრაგედია: ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუსთავის" ყოფილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.

შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნუკრი რევიშვილის შვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძალიან ვწუხვარ,ვიზიარებ...
status quo
10:12 16-08-2018
0
ვუთანაგრძნობ ნუკრის ამ დიდ ტრაგედიას, ღმერთმა გამძლეობა და სულის სიმტკიცე მისცეს, მართლა კარგი ადამიანია! სიტყვები არ მყოფნის, მსგავს რამეს მტერსაც ვერ უსურვწბს ადამიანი!!! ღმერთმა გაგაძლიეროს და გადაგატანინოს ძმაო!!!
nikolozi
13:48 16-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული