Panorama.com.al-ის ინფორმაციით, კლუბის მეკარე სტივ ფრაშერს გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და "კუკეშის" რიგები დატოვა.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ჭორს უწოდებს სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი.
მისი თქმით, ეს ჟურნალისტების მოგონილი სისულელეა და ფრაშერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის გუშინ გუნდს ქალაქ ელბასანში ვერ გაჰყვა.
ნეჩიპმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ძირითადმა მეკარემ მუხლის ტრავმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და ჯერ კიდევ საეჭვო მისი საქართველოში თამაში იყო, თუმცა ის
სპორტულ დირექტორს ალბანური პრესა ასევე დაეკითხა იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვს მათ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის.
ნდერიმ ნეჩიპმა აღნიშნა, რომ სწორი თამაშისა და ცოტა გამართლების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.
"კუკეშის" კარს, წესითა და რიგით, 27 წლის კოსოვოელი კარის დარაჯი ფატონ მალოკუ დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ალბანური პრესა რამდენიმე დღის წინ გუნდის შიდა სამზარეულოში არსებულ რთულ ვითარებაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ "ტორპედოსთან" მატჩის მერე რამდენიმე ფეხბურთელი წავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კუკეში VS ტორპედო - პლეი-ოფამდე სულ ცოტა დარჩა
რა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია