თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.
"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ
შემდეგ კი რეჯინალდო ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი იმყოფებოდა.
ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 1:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ)
კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია, მუსოლი, ეტემი, ჰარბა, რეჯინალდო
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე, აზაცკი, მარინი, დოლიძე, კუხიანიძე, ჰლინკა, ცინცაძე, ლაჩნი