"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
მსაჯი ფეხიებით უნდა დაკიდო და დაკოდო! ყველა სპორტსი ჩვენ უნდა დაგვჩაგრონ იმიტომ რომ ევროპის სომალი ვართ!
gurami
16 აგვისტო 2018 23:00
0
ასეთი სათაურის ? სირცხვილია
ნიკოლოზ
16 აგვისტო 2018 23:40
9
Jer cxovrebashi adamianistvis ojaxi ar shemiginebia am msajma damargvevina principi
შაკო
16 აგვისტო 2018 23:23
2
სტატიის ავტორი არასწორად აფასებს მოვლენებს, ჰო კიდევ იმ სულელი ქუთაისელი კომენტატორის უაზრო აზრების და თბილისის და ქუთაისის ხელოვნური დაპირისპირების მიუხედავად მაინც მივდივარ პლეიოფზე "რაგბის სტადიონზე" :) :) :)
912
16 აგვისტო 2018 23:12
4
ძლივს გავიდა ქართული გუნდი ფლეიოფში და რა გინდათ? დინამო რომ ვერ გავიდა მაგიტო? კაი ანგარიშით ჰქონდა მოგებული და დაცვა ითამაშა, კონტრშეტევებიც იყო, 2 გოლიც შეაგდო, მეტი დინამომ ქნა? თანაც ლუდოგორეცი გუნდია და დაცვაში კარგი თამაში დაგვჭირდება. რაიცით, რომ შეგნებულად არ ითამაშეს ასეთი ტაქტიკით. მგონი ტორპედომ დაამთავრა ევროპა, 3 ლიმონი ხომ იშოვნა და ისევ გუნდს წაადგება. კაი კამანდაა. ჩემპიონები გახდნენ, აგერ პლეიოფი, რაიცი, ბურთი მრგვალია. წარმატებები ბიჭებო. გამარჯვებები ბოროტების გულის გასახეთქად
vaso
17 აგვისტო 2018 01:08
4
რატო ეჩხუბებითთ ამ სტატიის ავტორს ვერ გავიგე როცა შესაქები იყო არ შეაქო და დაინანა საქებარი სიტყვები? ობიექტურად რომ წერს ჩვენც ასევე ობიექტური და სამართლიანი უნდა ვიყოთ, თორემ მსაჯის დედაც
shonzik
16 აგვისტო 2018 23:41
28
ვაი, ასეთ გასვლასო, რომ წერთ ჟურნალისტები, კარგად ნახეთ კადრები, 100% იანი ორი გოლი არ ჩაუთვალეს ტორპედოს და 2 საეჭვო პენალტი დადვეს ქუთაისელთა კარში, მინიმუმ ფრე მაინც დამთავრდებოდა გოლები რომ ჩაეთვალათ ტორპედოსათვის, უკეთეს შემთხვევაში მოგებაც ეკუთნოდა ქუთაისურ კლუბს. ნუ გავიწყდებათ რომ ქუთაისის ტორპედო ქართული ფეღბურთის პრესტიჟს და სახელს იცავს ევროპა ლიგაზე და ის საქართველოს სახეს წარმოადგენს. ყოჩაღ პიჭებო!!! ქართველი გულშემატკივრების სახელით, ქართული ფეღბურთის ქომაგის სახელით, საქართველოს სახელით, მადლობა თავდადებისთვის და გმირობისთვის. ბატონ კახა ჩხეტიანს დიდი მადლობა, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებისთვის.ჩვენ ქართული ფეღბურთის გულშემატკივარი ყოველთვის ვიდგებით ნებისმიერი ქართული გუნდის გვერდით, რომელიც საქართველოს სახელს იცავს.
წინ, უმძიმესი ორი მატჩი გველოდება ლუდოგორეცთან, ნებისმიერი ქართული კლუბის გულშემატკივარი, ვალდებული ვართ გვერდით დავუდგეთ ქუთაისის ტორპედოს და გავასოთ ლოკომოტივის სტადიონი, ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ტორპედოს.
თქვენ კი, ქუთაისის ტორპედოს ფეღბურთელებო....წინ!!! უეფას ჯგუფისთვის!!!
წინ!!! საქართველოსთვის!!!!
ირაკლი
17 აგვისტო 2018 12:10
0
კარგია კრიტიკა მაგრამ ეს ზედმეტია.

დავიწყოთ იქედან რომ მოსალოცი ამბავია და არა სამგლოვიარო როგორც შენ მოკალი ქართული ფეხბურთი. რამდენმა ქართულმა გუნდმა მიაღწია ამდენს? საერთოდ მწვრთნელი წყვეტს ტაქტიკას და გაამართლა. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული ფეხბურთი ჩვენისთანა დონის გუნდების წარმატების საფუძველია.ჩვენ არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მარტო მოიგებენ თამაშებს და თაქუდმოგლეჯილი წინ ვირბინოთ ყველა თამაშზე.
წინ ლუდოგორევიაო რო იძახიღ აბა ჯგუფში უფრო მაგარი გუნდები იქნება და მაშინ უნდა დავყაროთ ბუცები და დავანებოთ თამაშს თავი. მოვიდეეს ლუდოგორეცი დევიხევთ ....... მადლობა ბიჭებს ამ თამაშისთვის
trumania
17 აგვისტო 2018 01:08
2
ხო გავიდა და რა აზრი აქ როგორ რომ არ გასულიყო ალბათ ეხლა ვრწმუნდები რომ ბევრს გაუხარდებოდა წინ ბიჭებო.
zurabi
16 აგვისტო 2018 23:16
8
არ გინდა რა ჩემო კარგო, ძალიან დიდი აზრი აქვს როგორ გავიდა, წინ ლუდოგორეცია და არა კუკეში თუ რაღაც კუკუ. ეს ვითომ პრაგმატული აზროვნება ღუპავს ფეხბურთს
Levani
16 აგვისტო 2018 23:22
12
დამსახურებულად გავიდნენ. და საიტ სათაური შეგეძლოთ ნორმალური და გუნდის მხარდამჭერი და გამამხნევებელი ყოფილიყო. მსაჯის ანგარიში იყო 2:0 და არა რეალური
მოსქუიტო
17 აგვისტო 2018 00:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული