"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავწერ დღევანდელი "მსაჯობის" შესახებ. ვიცი, რომ საქართველოში ამ თამაშს თითქმის ვერავინ ვერ უყურა. მე დღეს არ ვისაუბრებ ფეხბურთის შესახებ. მოდით, ივნისი და ივლისი გავიხსენოთ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემს ქართველ ძმებთან ერთი-ორი კითხვა მაქვს. გახსოვთ საერთოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები? ან ცუდი მსაჯები? ან კარგი მსაჯები? მათი სახელები ან გვარები თუ დაგამახსოვრდათ? რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ, რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული ფინალური გადაწყვეტილებების მიღება. გახსოვთ აი ისინი, ზევით, რომ იჯდნენ? მათი სახეებიც კი არ გვინახავს. აი სწორედ ისინი წყვეტდნენ თამაშის ბედს და სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად. მოდით, ახლა დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ. მთავარი მსაჯი და საერთოდ ყველა მსაჯი შვეიცარიიდან გახლდათ. ალან ბიერი, ალან ჰეინიგერი და მატიას სბრისა. ბატონო, ბიერი ამდენი შეცდომების დაშვება თუ დასაშვებია ერთ თამაშზე? მეორე პენალტის დანიშვნაზე ( ორ მეტრში იდექით) და მეორე გოლის არ ჩათვლაზე ( იქ ერთ მეტრში იდექით) ვამახვილებ ყურადღებას. ალბანეთის ტელევიზიამ სამჯერ გაიმეორა ჩვენი გატანილი მეორე გოლი. ჯერ ყურდღება ერთ მომენტზე გაამახვილეს, ( კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჩვენიანს მხარში მოხვდა) იქ, რომ არაფერი გამოვიდა, შემდგომ უკვე როდესაც გოლი გავიტანეთ იმაზე მოხდა აქცენტირება, აქაც ვერაფერი დაინახეს და მესამედ ისევ გაიმეორეს ეს მომენტი. თურმე ჩვენ დაგვაჯარიმა ( ძალიან გაცეცხლებული ვარ). ჩვენ კარში დანიშნულ პენალტზე ჰო საერთოდ შემერყა გონება. არ მინდა დავიჯერო და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ვითომ მსაჯი წახალისებული იყო ან რაიმე მაგდაგვარი მაგრამ, მათი მოქმედები ამაზე მეტყველებს. აი რატომ არის საჭირო იქ ზევით, რომ სხედან. ჰო, არ დაგვამახსოვრდებოდა არც ავსტრიელი ვიორერი ( ფეინოორდი - დინამო (თბ) 2:0. ) და არც შვეიცარელი ბიერი? (კუკეში - ტორპედო (ქუთაისი) 2:0. )
P.S. დიდი მადლობა რედაქცის, რომ გვაძლევს აზრის დაფიქსირების საშუალებას.
TanoLife
17 აგვისტო 2018 02:35
0
თბილისზე და დინამოზე რატომ გაქვთ სულ აქცენტი?! მე თბილისელი ვარ და პირველი რიგში დინამოს გულშემატკივარი, მაგრამ დინამოსთან ერთად ევროპაზე ჩიხურასაც მთელი გულით ვგულშემატკივრობდი და ახლა ტორპედოსაც (მესხზეც ვიყავი).
ჯობია დინამოს თავი დაანებოთ და პრობლემები გაანალიზოთ. გუნდს გასვლაზე თამაში ძალიან უჭირს. 5-2ის მერე (იმ 2 გოლიდან 1 კვასხვაძემ აჩუქა, მეორე მსაჯმა) ასეთ სანერვიულო თამაშს არ ველოდი. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!
Burton
17 აგვისტო 2018 02:00
1
რასაც ვაკვირდები, ეს საიტი დიდ ყურადღებას არ აქცევს თავისი მკითხველები აზრს(რაც უდიდეს მარკეტინგულ შეცდომად მიმაჩნია), მაგრამ, მაინც უნდა დავწერო. ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა გუნდმა ასეთი სტრატეგია აირჩია და მხოლოდ თავის დაცვაზე და პირველ თამაშში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, რაც ნამდვილად გასაკრიტიკებელია და სწორია, რომ, ჟურნალისტმაც აღნიშნა ეს ნაკლი და უარყოფითი აზრი გამოთქვა.
მაგრამ, ძალიან სასიხარულოა, რომ, ქართული კლუბი ფლეი-ოფში გავიდა და ერთ ნაბიჯიღა აშორებს ჯგუფურ ეტაპს, რაც ამ ბოლო დროს ასე სანატრელი გაგვიხდა. არც ერთი სასიხარულო სიტყვა ამის შესახებ! არც ერთი მისალოცი სიტყვა ტორპედოს მისამართით! მიკერძოებულ მსაჯობაზე მხოლოდ სტატიის ბოლოში გაკვრით ხსენება! სათაური კიდევ ცალკე თემაა და აქ დაწვრილებით აღარ ვილაპარაკებ. ასე, რომ, ბატონო თუ ქალბატონო ჟურნალისტებო შეეცადეთ, იყოთ ობიექტურები და წერეთ დადებითზეც და უარყოფითზეც. აძაგეთ ცუდი და შეაქეთ კარგი. ამ კონკრეტულ სტატიას კი, როგორ მიხვდით ალბათ, დიდი მინუსი.
ზურა
17 აგვისტო 2018 01:50
0
ბარსა და იუვნტუსი თუ ცდილობს მიღწეულის შენარჩუნებას ტორპედომ რა დააშავა?ჩვენზე კარგად იციან საკუთარი შესაძლებლობები და ითამაშეს ცუდი მაგრამ პრაქტიკული ფეხბურთი.
თამაზი
19 აგვისტო 2018 13:43
0
ვერ გავიგე თვითონ მწვრთნელი ამბობს ძალიან ცუდად ვითამაშეთო და ავტორისგან რა გინდათ? არ გამიხარდება მაგრამ ლუდოგორეცი რომ ამოტენის სახლშიც და სტუმრად ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მე ფეხბურთს იმიტომ ვუყურებ, რომ სიამოვნება მივიღო და არა იმიტომ რომ როგორმე გაძვრეს შემდეგ ეტაპზე. ლოგიკურია კრიტიკა, რომ გუნდი არ ვარგა, აბა ქუთაისი რატომ უნდა მეჯავრებოდეს, ქართველები არ ვართ ყველანი?
დავით 67
17 აგვისტო 2018 01:48
7
რა გჭირთ ხალხო? რა შუაშია დინამო აქ?! ესეთი მიდგომებით უფრო მეტი სიძულვილი არ ჩნდება? ქუთაისში სამჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ რას ქვია ტორპედოს არ ვუგულშემატკივრო? ან რატო არ უნდა ვუგულშემატკივრო? ესე დაყოფა არ გვარგებს , გავიდა გუნდი ევროტურნიზე? ყველა უნდა დავდგეთ ერთად , არ აქ მნიშვნელობა დინამოს გულშემატკივარი ხარ , სამტრედიის, გორის, ბათუმის თუ ჩიხურას ან კიდე სხვა დანარჩენის,, ვინც ევრო ტურნირზეა, უკვე იქ მარტო თავის კუთხეს და ქალაქს კი არა , მთელ ქვეყანას წარმოადგენს.../ მთელი გულით მინდა ტორპედომ გადალახოს ეს ეტაპი..../ ტელევიზიას კიდევ ერთხელ ვეტყვი რო უნდა რცხვენოდეს!!!! როგორ ველოდებიდი ამ თამაშს , გემრიელად ჩავუჯდებოდი ვუყურებდი მეგონა.../ იმედია სინდისი შეაწუხებთ და შემდეგ თამაშებს მაინც გვაყურებინებენ...
Vasili
17 აგვისტო 2018 01:46
0
Tu gindat rom umisamartot ar iginot msajis saxeli Alain Bieri-a
912
17 აგვისტო 2018 01:10
0
რა კომენტარებია არ გვხენიათ?ბოლოს როდის იყო ქართული გუნდი პლეიოფში თუ გახსოვთ?მადლიზა გავიდნენ და მადლობა მათ თავდადებისთვის!გილოცავთ ტორპედოს მთელს ქუთაისს და ვისაც ქართული წარმატებას მოკლებული ფეხბურითი გიყვართ!მიდით ბიჭებო სამტრედია თქვენთან არი!
samtredia
17 აგვისტო 2018 01:09
4
კარგია კრიტიკა მაგრამ ეს ზედმეტია.

დავიწყოთ იქედან რომ მოსალოცი ამბავია და არა სამგლოვიარო როგორც შენ მოკალი ქართული ფეხბურთი. რამდენმა ქართულმა გუნდმა მიაღწია ამდენს? საერთოდ მწვრთნელი წყვეტს ტაქტიკას და გაამართლა. შედეგზე ორიენტირებული პრაგმატული ფეხბურთი ჩვენისთანა დონის გუნდების წარმატების საფუძველია.ჩვენ არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მარტო მოიგებენ თამაშებს და თაქუდმოგლეჯილი წინ ვირბინოთ ყველა თამაშზე.
წინ ლუდოგორევიაო რო იძახიღ აბა ჯგუფში უფრო მაგარი გუნდები იქნება და მაშინ უნდა დავყაროთ ბუცები და დავანებოთ თამაშს თავი. მოვიდეეს ლუდოგორეცი დევიხევთ ....... მადლობა ბიჭებს ამ თამაშისთვის
trumania
17 აგვისტო 2018 01:08
2
ძლივს გავიდა ქართული გუნდი ფლეიოფში და რა გინდათ? დინამო რომ ვერ გავიდა მაგიტო? კაი ანგარიშით ჰქონდა მოგებული და დაცვა ითამაშა, კონტრშეტევებიც იყო, 2 გოლიც შეაგდო, მეტი დინამომ ქნა? თანაც ლუდოგორეცი გუნდია და დაცვაში კარგი თამაში დაგვჭირდება. რაიცით, რომ შეგნებულად არ ითამაშეს ასეთი ტაქტიკით. მგონი ტორპედომ დაამთავრა ევროპა, 3 ლიმონი ხომ იშოვნა და ისევ გუნდს წაადგება. კაი კამანდაა. ჩემპიონები გახდნენ, აგერ პლეიოფი, რაიცი, ბურთი მრგვალია. წარმატებები ბიჭებო. გამარჯვებები ბოროტების გულის გასახეთქად
vaso
17 აგვისტო 2018 01:08
4
ფიფია წადიიი
wbc
17 აგვისტო 2018 00:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული