პრესკონფერენციაზე ჩხეტიანმა თქვა, რომ დრამატული მატჩი იყო, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ეგონა გავარდებოდნენ და მეტოქემ თბილისში დაშვებული შეცდომები გამოასწორა.
"ბედნიერი ვარ, რომ შეხვედრა დასრულდა. უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით. "კუკეში" შექებას იმსახურებს. დღეს მათ ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშეს.
რაც შეხება გოლების გაშვებას, მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავდით. მეორე გოლის გაშვების შემდეგ ტურნირიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ მოვახერხეთ პლეი-ოფში გასვლა.
ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც მთელი საქართველო გაახარა.
"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!
კუკესი იყო დაბალი დონის გუნდი!!! ეს შედეგი მოიტანა არასწორმა არჩეულმა ტაქტიკამ ტრენერის მხრიდან, რომელიც თვითონვე იყო მანდრაჟში და გადასდო ბიჭებს. მეგონა გამოვარდებოდითო ტრენერი რომ იტყვის რაღაზე ვილაპარაკოთ!!!