"პირველი არხი" "ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
"პირველი არხი" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" მატჩის ტრანსლირების საკითხს ეხმაურება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელები ბულგარელებს 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდებიან.

"როგორც მოგეხსენებათ, მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის "ტორპედო" უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი "ლუდოგორეცი" იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ "კუკეშთან" მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიმართ
გამოთქვამდა უკმაყოფილებას.

რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც "კუკეშთან" მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიჰყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ვერ შეძლო ალბანეთის "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მატჩების ტრანსლირების გაცვლა.

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს "ტორპედოს" საშინაო მატჩი; ასევე, გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობის თანხმობა.

ამ მიზნით, 17 აგვისტოდან დღემდე ჩვენ არაერთგზის დავუკავშირდით ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტს და ვთხოვდით, ეცნობებინათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ამ დრომდე კლუბი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

დაბოლოს, რეპორტაჟების გაცვლის წინადადებით ჩვენ ასევე მივმართეთ ბულგარეთის მხარეს და მივიღეთ თანხმობა მატჩების ტრანსლაციის გაცვლის შესახებ, თუმცა ქართული კლუბის თანხმობის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია.

"პირველი არხი" მზად იყო და არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციასთან და არა მესამე (გადამყიდველ) კომპანიასთან. "პირველი არხი" ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.

ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არც მატჩის კომერციალიზაცია და არც სხვა ფინანსური მოლაპარაკებები, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს კლუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად და გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მოლაპარაკებების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია", - ნათქვამია განცხადებაში.

altტორპედო-ლუდოგორეცის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

altლევან სალუქვაძე "ტორპედოზე": ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ

altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაღაც ორი კაპიკი იშოვეს და თავში აუვარდათ, უკვე ვაჭრუკანობა დაიწყეს, რაც არუნდა სამწუხარო იყოს, როგორც ვატოყობ ეს თქვენი ბოლო ბანაობაა!, მერე რას იზამთ საინტერესოა.
karakala
22 აგვისტო 2018 13:01
2
უფასოდ რატო უნდა მოგცენ ტრანლირების უფლება ეგ ნაკრების თამაში არაა ესაა კერძო კლუბი რომელიც თვით დაფინანსებაზეა თქვენ ხალხის ფულს არ იმეტებთ უნაში რაც ხალხს აინტერესებს და ტორპედო ქუთაისმა თავისი კუთვნილი არ აიღოს ?
Lashe
22 აგვისტო 2018 10:22
3
რამდენჯერ უნდა აღმოჩნდეთ ე.წ. "გაუგებრობაში"? ...... დიდად აზრიანი!!!!!სერიალების შეძენა და გაშვება არ დაგავიწყდეთ!!!!!!!!
გიგა
21 აგვისტო 2018 23:05
0
სილკ უნივერსალზეა ტორპედო-ლუდოგორეცი
ave
21 აგვისტო 2018 18:04
3
გახსოვთ ალბათ როგორ ითარსებოდნენ ჩვენი პატრიოტი კომენტატორები მსოფლიოზე... მტრის წინააღმდეგ...!? სადარიან ის "პატრიოტები" ახლა და რატო არ ითარსებიან ლუდოგორეცის წინააღმდეგ.....კობიაშვილო აწიე ერთი ადგილი და გააკეთე განცხადება მაინც თამაშებს რო არ გვაჩვრნებთ....საზ.მაუს ჯინაზე ტორპედო ჯგუფშიც გავა!!!
სპორტ ფაზა
21 აგვისტო 2018 17:22
7
ეგენი სოროსის და ლიბერასტების ინტერესებს ემსახურებიან ქართველი ერის ხარჯზე
ვახო
21 აგვისტო 2018 16:16
7
წარმოიდგინეთ რა დონის უნამუსოები არიან საზ მაუში. წინა თამაშები სხვა გუნდების მეორე არხზე აჩვენეს მოამბე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და ეხლა იმაზე წუწუნებენ ფულს რატომ აკეთებს ისედაც გაჭირვებული ქართული კლუბი. მთელი მსოფლიოს საკლუბო ფინანსები სატელევიზიო შემოსავლებზე დგას და ამათ უკვირთ. ეს ტელევიზია ხალხს ეკუთვნის და გაცილებით მეტ ადამიანს აინტერესებს ეს თამაში ვიდრე მოამბე და სხვა უხარისხო გადაცემები. მაგრამ საზ მაუში ჩვევლებრივი უპასუხისმგებლო მედროვეები მართავენ საქმეს და არა პატრიოტი პასუხისმგებლიანი მენეჯერები. რაში ხარჯავენ აბა ფულს რაღაც გაუგებარ და არავისთვის საინტერესო გადაცემებში? საქართველოს ჩემპიონატის მატჩებსაც კი არ გადაცემენ ნორმალურად და მერე საზოგადოებრივი და ხალხის ტელევიზია ქვია ამას.
Giosvani
21 აგვისტო 2018 15:59
2
ხალხის მიერ გადახდილი ფულით,რომ ფინანსდებით კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ ფული ტრანსლირებაში.კანონი შეცვალეს,რომ რეკლამების განთავსების უფლება მიგეღოთ!დიახაც გადაიხადეთ ფული ტრანსლირებაში ეს ხალხის ფულია და არა თქვენი!!!!
Levani
21 აგვისტო 2018 15:49
2
და ლიგა რატო არ იყიდეტ პული დაგენანატ ხო?
ave
21 აგვისტო 2018 15:30
1
ჩვენ იმიტომ გაფინანსებთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები, კეთილი ინებეთ და მოელაპარაკეთ ტორპედოს, მიაღწიეთ კონსენსუსს. თქვენ ხომ თბილისი გგონიათ მხოლოდ საქართველო, ჩაბრძანდით ქუთაისში და გაარკვიეთ ვითარება.

ვფიქრობ რომ სამარცხვინოა ეს პინპონგის თამაში. მგონი საზმაუწყებელს მენეჯმენტი არ ყავს. ესენი ხომ მხილოდ ხელისუფლების სიამტკბილობაზე მუშაობენ.
ნიკა
21 აგვისტო 2018 15:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული