გაირკვა არხი, რომელიც ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს

AutoSharing Option
23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში რაზგრადის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა არხი, რომელზედაც შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. პლეი-ოფის შეხვედრას "სილქ უნივერსალი" აჩვენებს.

შეხვედრას ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი წარუძღვებიან. ტრანსლაცია 19:50 საათზე დაიწყება. როგორც არხზე აღნიშნავენ, ისინი მუშაობენ განმეორებითი მატჩის ტრანსლაციის უფლების მოპოვებაზეც.

მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება და ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ შესაძლოა, თამაშის ტრანსლაცია "პირველ არხზე" არ ყოფილიყო.

alt"პირველი არხი"

"ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

მკითხველის კომენტარები / 17 /
Viztanac silqi araa imatmarfu tqveniavqnatt
111111q
23 აგვისტო 2018 17:15
0
სილკ უნივერსალი არ აჩვენებს პროგრამაში არ წერია
დემეტრე იმერლიშვილი
23 აგვისტო 2018 14:56
0
კარგია სილქი რო გააკეთებს ტრანსლირებას და არა საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი მძინარა კომენატატორებით!!!
გიორგი
23 აგვისტო 2018 05:56
0
სწრად იქცევა ტორპედო. არდაიცევა საზ. არხი ფულს თუ გადაიხადის.
დავით
22 აგვისტო 2018 14:17
0
1-მა არხმა რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება "ტორპედოს" თამაშების ტელეტრანლირებასთან დაკავშირებით. იქნებ კიდევ ერთხელ გაეცნოთ მიზეზს, რის გამოც 1 არხს არა აქვს უფლება აწარმოოს ამ თამაშის ტრანსლაცია. ეგრევე რომ ლანძღვა-გინებაზე გადადიხართ!! აქ უპირველესი "დამნაშავე" გუნდის შეფობაა, რომელმაც გადაწყვეტა ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენება და ამ უფლებების მიყიდვა შუამავალი ფირმებისთვის, მაშიმ როცა 1 არხს უფასოდ შეეძლო მატჩის ტრანსლირება. ტვინიც კუნთია და მასაც ვარჯიში უხდება.
ნატალი
22 აგვისტო 2018 11:44
13
მშვენიერო ნატალია :) იქნებ დაგვდო პატივი და აგვიხსნ რატომ არ უნდა ისარგებლოს ტორპედომ კომერციულად. ის ხომ 50 მილიონით არ ფინანსდება ბიუჯეტიდან როგორც საზ.მაუ. აქედან გამომდინარე არც იმის ფუფუნება აქვს ზედმეტ ფინანსებზე ვარი თქვას. მოგეხსენებათ რა ძვირია კარგი გუნდის გაკეთებ. ხომ არ ჯობდა საზ.მაუ.ს ცოტა გადაეხადა ხალხის ფულიდან და ეყიდა ტრანსლიაციის უფლება მით უმეტეს რომ ამით ქართულ გუნდს დააფინანსებდა.
როგორ მომწონ მანდილოსანი ფეხბურთით რომ ინტერესდება :)))
irakli81
22 აგვისტო 2018 17:56
0
როდემდე უნდა გვინდოდეს ყველაფერი "უფასოდ" და "ნისიად"? უფასო ყველია სათაგურში! კარგადაც მოქცა ტორპედო, რომ ვინც გადაუხადა იმას მიყიდა ჩვენები უფლება. გადაეხადა პირველ არხს უფრო მეტი..
ქუთაისელი
22 აგვისტო 2018 14:36
0
ყველა გამოხმაურება
1 არხს რომ ეჩვენებინა რა დაიქცეოდა? რამე უფრო საინტერესო გადაცემა იქნება ამ დროს თუ რა
ალეკო
22 აგვისტო 2018 11:16
1
გიპასუხათ უკვე ნატალიმ საკმარისი არგუმენტებით
vaso
22 აგვისტო 2018 16:02
1
სილკ უნივერსალს ამერიკიდან როგორ ვუყურო?
leolion
22 აგვისტო 2018 03:37
0
ჯობია საერთოდ არ უყურო თორემ წნევა აგიწევს
999
23 აგვისტო 2018 10:43
0
ცოტა მოიწიე აქეთ და სადღაც ევროპაში დაიჭერ სილქს. აბა ეგრე სად არის ძმაო- ამერიკაშიც გინდა ყოფნა და ტორპედოს თამაშის ყურებაც....
kroosi
22 აგვისტო 2018 11:25
0
და პირველი არხი რას აკეთებს ამ დროს რას უყუროს მოსახლეობამ ???? თბილისის გუნდი რომ იყოს უკანალში ენას ამოუსობდით და ჩხუბი გექნებოდათ ჩვენებაზე. პრინციფში ნეხვი მართველობაა დამნაშავე.
კახი
21 აგვისტო 2018 23:55
3
თუ არ შეწუხდებით იქნებ გაიხსენოთ ბოლოს როდის იყო ქართული საფეხბურთო კლუბი გასული ევრო ტურნირის ფლეი-ოფში?! ისეთ ტელეარხს რომ ეჩვენებინა რომ საქართველოში ყველას ენახა ვერა ?! (თუ ამაზეც მადლობა მოვიხადოთ!!!) ?! ეს არის პოპულარიზაცია სპორტის და მათ შორის ფეხბურთის?!
გიგა
21 აგვისტო 2018 23:00
1
დაიმსახურონ ჯერ და მერე აჩვენებენ. თქვენ მართლა დაშლილი კუკეში ნუ გახადეთ რა. ქართული ფეხბურთი საერთოდ არცერთ წამს არ იმსახურებს ტელევიზიების საეთერო დროის
Levani
22 აგვისტო 2018 16:00
2
"ეს არის პოპულარიზაცია სპორტის და მათ შორის ფეხბურთის?"
არა, ეს არის ბიზნესი.
ჩემი რჩევა იქნება წადით სტადიონზე. რატომ არ ტარდება ქუთაისში? ბოლო 10-15 წელიწადში 2ჯერ თუ სამჯერ გაარემონტეს სტადიონი. ორჯერ მოედანი შეცვალეს. საჭიროა პატრონმა მოუაროს, ყოველდღიურად დაალაგოს, თუ წყალი წვეთავს შეაკეთოს, სახელური მოირყა? გააკეთოს. ბალახი მორწყას, შეკრიჭოს, სასუქი შეიტანოს, სკამები არ უნდა დაამტვრიონ, დამტვრეული უნდა შეკეთდეს ან გამოიცვალოს, ყოველდღიურად მიხედოს და არა უაზროდ აპროტესტოს მთავრობა რას აკეთებსო. ისე ცნობისთვის ქუთაისში სასტუმროც არის და აეროპორტიც, ბრწყინვალე მაყურებელი. სტადიონია მოუვლელი.
martlaaa
22 აგვისტო 2018 10:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული