მთავარი მსაჯი ჰუსეინ გიოჩეკი იქნება, რომელსაც მუსტაფა ეისოი და ქემალ ილმაზი დაეხმარებიან.
გიოჩეკი 41 წლისაა, ხოლო საერთაშორისო არბიტრი 2008 წლიდან გახლავთ.
როგორც ბულგარული საიტები გვამცნობენ, ის ბავშვობაში ჯერ ფეხბურთელობას აპირებდა და "ბეშიქთაშის" აკადემიაში დადიოდა, შემდეგ კი კალათბურთელობაზე გადაერთო და "გალათასარაის" საკალათბურთო სკოლაშიც სცადა ბედი.
გიოჩეკს ხელი ორივეგან მოეცარა და გადაწყვიტა, რომ არბიტრი გამხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გაირკვა არხი, რომელიც ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს
"ტორპედოსთან" მატჩის წინ "ლუდოგორეცი" კიდევ ერთი ლეგიონერით გაძლიერდა