
სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა არხი, რომელზედაც შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. პლეი-ოფის შეხვედრას "სილქ უნივერსალი" აჩვენებს.
შეხვედრას ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი წარუძღვებიან. ტრანსლაცია 19:50 საათზე დაიწყება. როგორც არხზე აღნიშნავენ, ისინი მუშაობენ განმეორებითი მატჩის ტრანსლაციის უფლების მოპოვებაზეც.
მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება და ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ შესაძლოა, თამაშის ტრანსლაცია "პირველ არხზე" არ ყოფილიყო.
"პირველი არხი"
"ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"