- ეს შეხვედრა განსხვავდება სხვა მატჩებისგან თავისი მნიშვნელობით. როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებულად ვემზადებით და ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია, რომ სიხარული მოვუტანოთ საქართველოს.
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წინასწარ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ ამ კუთხით ბიჭებს. მათ კარგად იციან, რომ შესწევთ ძალა ასეთ კლუბებთან თამაშის და ბარიერის დაძლევის. ორი თამაშია და უნდა ვეცადოთ, ჯამში ერთით
მთავარია, დღეს ჩვენ ვართ აქ და პლეი-ოფში ჩვენ ვთამაშობთ. ალბანელებს ავუხსენით, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით და ვფიქრობ, თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს.
დაცვიდან თამაშს არასდროს არ ვცდილობთ. უბრალოდ, ის არის, რომ ახალი შეკრებილები ვიყავით და პირდაპირ თამაშები დავიწყეთ. დრო არ გვქონდა და პრაქტიკულად ოფიციალურ მატჩებში უწევს გუნდს შეთამაშება. ამას ემატება მგზავრობა და ესეც მოქმედებს. მადლობა ღმერთს მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავედით. ძალიან მინდა, რომ მიზანს, რომელიც დასახული გვაქვს, მივაღწიოთ. ორი თამაში დარჩა და უკვე ჯგუფში ვხვდებით. რა თქმა უნდა, შეტევაშიც აქტიურები უნდა ვიყოთ და თავიც დავიცვათ კარგად. რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ორგანიზებულად.
“კუკეშთან” მატჩის ხარისხით კმაყოფილები რა თქმა უნდა, არ ვართ, მაგრამ წეღანაც ვახსენე, რომ გუნდი შეუთამაშებელი იყო და პირდაპირ თამაშებიდან მოგვიწია ფორმაში შესვლა. რაც არ მოხერხდა ამ თამაშამდე, ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ვაჩვენოთ.
ეროვნული ლიგის გადადებულ მატჩებს რაც შეეხება, ვერ მოვახერხებდით აღდგენას და გაცილებით უარესი იქნებოდა. მინდა, ფეხბურთის ფედერაციას და კლუბებს მადლობა გადავუხადო, რომ ეს ყველაფერი გაიგეს.
რა თქმა უნდა, “ლუდოგორეცის” ფინანსური კუთხით ვერ გავეჯიბრებით. ვიტყვი, რომ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა, ბოლო მატჩები ვნახე და დამაგვირგვინებელ ფაზაში მთლად კარგად ვერ მოქმედებენ. რას დავუპირისპირებთ? – ამას ხვალინდელი თამაში გვიჩვენებს.
აქამდე მოვედით და უკვე მზად უნდა ვიყოთ. ჩემი გუნდი მზადაა. ქართული ფეხბურთის ნელ-ნელა წინ მიდის, რადგან თითქმის ყველა გუნდი გასულ წლებთან შედარებით უკეთ გამოვიდა ევროსარბიელზე. ღმერთმა ქნას, ჯგუფში მოვხვდეთ და იქ ფეხბურთელები კარგად გააცნობიერებენ ამ წარმატებას.
ქუთაისში თამაში ჩვენთვის ნიშნავს ყველაფერს, რადგან ყველამ ვიცით იქაური გულშემატკივრის ამბავი. დარწმუნებული ვარ, რომ იქ სტადიონი ბოლომდე გაივსებოდა. ძალიან უყვართ ჩვენს ქალაქში ფეხბურთი. რომ იტყვიან, ფეხბურთის გიჟები არიან და მართლა გულით უდგანან გუნდს გვერდში. ზუსტად ვიცი, მათთვის რას ნიშნავს ქუთაისის “ტორპედო” და რამხელა სიხარული მოჰყვებოდა იქ რომ გვეთამაშა.
იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ გამოსწორდება სიტუაცია, ალბათ, ჩვენს მერიასაც გული შესტკივა ამ ყველაფერზე და სტადიონი გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელი, რომელსაც გუნდი უყვარს, ხვალ თბილისში იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, რადგან მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. იმედია, ხვალ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა.
"ლუდოგორეცის" თავკაცი: ვუყურეთ "ტორპედოს" ბოლო შეხვედრებს და მეტოქე სათანადოდ გვყავს შეფასებული
როინ კვასხვაძე: მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის
რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"
"ტორპედო"-"ლუდოგორეცის" შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება
ნუ აყვები რა ტრენდებს და გოიმობებს შენს ჰაბიტუსს ეგ აპრავა სერიოზულობას კი არ მატებს არამედ უფრო სასაცილოს გხდის, უსათვალოდ უფრო დამაჯერებელი იყავი, მერე რა რომ არ იყავი
:)
ძმურად რა