ტორპედო VS ლუდოგორეცი - დავითისა და გოლიათის ბრძოლა

AutoSharing Option
დღეს, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და რაზგრადის "ლუდოგორეცი" დაუპირისპირდებიან.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "სილქ უნივერსალზე" გაიმართება. ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებსა და ინტერნეტში tkt.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 4 ლარია.

სანამ უშუალოდ ინფორმაციულ ნაწილზე გადავიდოდეთ, მინდა მოვუწოდო მკითხველს, რომ არ დაიზარონ და მაქსიმუმი გააკეთონ, რომ საღამო "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაატარონ. მათი მხარდაჭერა ესაჭიროება თითოეულ ფეხბურთელს, რადგან ისინი არა მარტო "ტორპედოს" ღირსებას იცავენ, არამედ ქართული საკლუბო
ფეხბურთის, რომელსაც ბოლო წლებში ღირსება არაერთხელ შეულახეს.

ევროპა ლიგის პლეი-ოფი ჩვენთვის უცხო არ არის. აქ არაერთხელ უასპარეზია ქართულ გუნდებს, თუმცა ეს ის ეტაპია, რის შემდეგაც ხშირად იმედგაცრუებულნი დავბრუნებულვართ სტადიონიდან სახლში. აქ მეტოქეებიც სხვა ყალიბის არიან და თითოეულ მომენტს გადამწყვეტი ფასი აქვს. ევროპა ლიგის პლეი-ოფში უთამაშია თბილისის "დინამოს", გორის "დილასა" და "ზესტაფონს".

"ტორპედოს" შანსი - ნაბიჯი ახალ საფეხბურთო სამყაროში
ყველა სახის ემოციური თვალსაზრისის გარეშე, რაზგრადის "ლუდოგორეცი" გამოკვეთილი ფავორიტია. იმერელთა შანსები მცირეა და დიდ როლს ითამაშებს გამართლების, ტაქტიკური და მსაჯთა ფაქტორიც კი, მაგრამ ამ უკანასკნელზე ბოლოსკენ მოგახსენებთ.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ორი მატჩი დარჩა და თითოეული ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით, გარდა ფინანსური სარგებლისა, მათი სატრანსფერო ფასიც იზრდება და დამკვირვებლებიც მეტი ეყოლებათ.

მათ, ამავდროულად, ევროპის წამყვან სტადიონებზე და წამყვან გუნდებთან თამაშის საშუალება ეძლევათ. ეს ყველაფერი მოტივაციაა "ტორპედოს" ხელმძღვანელობისთვისაც, მათ მიღებული ფინანსური სარგებელი უფრო მეტ სურვილს გაუჩენთ უფრო ძლიერი გუნდის გაკეთებისთვის.

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

"ტორპედოს" მთავარი პრობლემა დაცვის ფლანგებია. კლუბის ფეხბურთელები ამ პოზიციებზე სივრცეებს ვერ კეტავენ და ვერც მეკარეს აზღვევენ. თუნდაც ბულგარელი ლაზარ მარინი ავიღოთ. "კუკეშთან" ის რამდენადაც კარგი იყო შეტევაში, იმდენად ცუდი იყო უკანა ხაზში თამაშის დროს. იდეალური ფორმისგან შორსაა ლევან გეგეჭკორიც.

რაც შეეხება ცენტრალურ მცველებს, ისინი უკეთესად გამოიყურებიან, მამუკა კობახიძე კი დღეს დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე, რადგან 26 წელი შეუსრულდა და აუცილებლად მართებს, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოს.

შედარებით უკეთესი სიტუაციაა ნახევარდაცვაში, თუმცა არასტაბილური. ქუთაისელთა სლოვაკ ნახევარმცველს, მარეკ გლინკას მეტი აქტიურობა მართებს მეტოქის შეტევების ჩაშლის დროს, ჯერ კიდევ ველოდებით მისგან გაცილებით ხისტ თამაშს. გაცილებით სტაბილურად ასპარეზობს მათე ცინცაძე, გიორგი კუხიანიძე კი ყველაზე კარგად გამოიყურება ამ სამეულში.

მილოჩ ლაჩნი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ხშირად გოლების გატანას. ის ბევრს შრომობს მოედანზე, თუმცა "ტორპედოს" გოლი ესაჭიროება მისგან. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხშირად არ უმართლებს. შეტევაში ყველაზე კარგად გიორგი ქიმაძე გამოიყურება, რომელიც ამ ევროთასებზე ქუთაისელთა ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩხეტიანს მთავარი გადაწყვეტილება მესამე შემტევის არჩევანში ელის, თუ ვინ დადგება ძირითადში - გრიგოლ დოლიძე თუ არფანგ დაფე?





მეტოქე, რომელიც მოსაგებად ჩამოვიდა
ბულგარელები თბილისში დანაკლისის გარეშე ჩამოვიდნენ და თავიანთი საუკეთესო შემადგენლობით დაგვიპირისპირდებიან.

"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 50.55 მილიონ ევროს შეადგენს, როცა საპირისპიროდ, ქუთაისური კლუბის ღირებულება 5.33 მილიონი ევროა.

კლუბში 17 ლეგიონერია და ამავდროულად, "ლუდოგორეცში" 9 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნაკრებშიც იძახებენ.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰოლანდიელი ვურა არის, რომლის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. ის პოზიციით მარცხენა ფლანგზე თამაშობს და საკმაოდ სახიფათო შემტევია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 1 გოლია.

ზოგადად, კლუბს მარცხენა ფლანგი ძალიან ძლიერი ჰყავს, სადაც ბრაზილიელი მცველი ნათალენლი ჰყავს, რომელმაც ბულგარეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 4. 25 მილიონი ევროა.

წინა სეზონში კლუბის მთავარი ბომბარდირი რუმინელი კლაუდიო კეშერუ იყო, რომელმაც 26 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 3 გოლია. ღირებულება - 3.50 მილიონი ევრო.

კლუბს ბულგარელი მეკარე, 31 წლის ვლადისლავ სტოიანოვი ჰყავს, რომელიც "ლუდოგორეცის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 3.50 მილიონი ევროა.

გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი მთავარი მწვრთნელი პაულო აუტუორია, რომლის მოყვანითაც და ნაჩვენები შედეგითაც ადგილობრივი ქომაგი უკმაყოფილოა. 61 წლის სპეციალისტმა კლუბი 1-ელ ივლისს ჩაიბარა და 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი. ბრაზილიელ მწვრთნელს დაახლოებით 35 კლუბი გაუწვრთნია და მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებია. ამ მწვრთნელის წარმატებები ბრაზილიაში დაახლოებით 13 წლის წინ იყო. მას შემდეგ ბარგი ჩალაგებული აქვს და კლუბიდან კლუბში დადის.

მსაჯები
ევროპის ლიგის პლეი-ოფში ქუთაისის "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცის" შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი მსაჯი ჰუსეინ გიოჩეკი იქნება, რომელსაც მუსტაფა ეისოი და ქემალ ილმაზი დაეხმარებიან.

არ ვიცი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან არაადეკვატური ნაბიჯია, რომ ასეთ პრინციპულ შეხვედრაში თურქი მსაჯები მოიწვიო. თურქეთი წარმოდგენილი კლუბების მესაზღვრე ქვეყანაა და მსაჯს რომელიმეს მიმართ "სიმპათიები"რომ ჰქონდეს, არც არის გამორიცხული. გვახსოვს წინა შეხვედრა "კუკეშთან" და გვახსოვს, შვეიცარიელი მსაჯი რასაც აკეთებდა.

მოლოდინი
შანსები მცირეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თანამედროვე ფეხბურთი დავითის და გოლიათის ბრძოლას დაემსგავსა, ჩვენ კი არაერთხელ ვიხილეთ ზურგზე დაცემული გოლიათი. ბევრისთვის "ლუდოგორეცი" გრანდი არაა და მასზე დაცინვით საუბრობენ, მაგრამ "ტორპედოსა" და მათ შორის დიდი ფინანსური სხვაობაა. ვისაც მეტი ფული აქვს, ის უკეთეს ფეხბურთელს ყიდულობს და შესაბამისად, ნორმალური მწვრთნელის ხელში უკეთეს ფეხბურთსაც თამაშობს. ეს ნათელია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

მოდით სტადიონზე, წამოიყვანეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. თქვენ მიერ ერთი ნაყიდი ბილეთი - ევროპა ლიგასთან ერთი მეტრით მიახლოებას უდრის.

altროინ კვასხვაძე: მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის

altკახა ჩხეტიანი: მეტოქე დამაგვირგვინებელ ფაზაში მთლად კარგად ვერ მოქმედებს

alt"ლუდოგორეცის" თავკაცი: ვუყურეთ "ტორპედოს" ბოლო შეხვედრებს და მეტოქე სათანადოდ გვყავს შეფასებული

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბათუმში ვარ და არ მაქ ეს სილქი და სად ვუყურო ? კაით რა გაეშვათ საზოგადოებრივზე.
გიო
18:51 23-08-2018
0
ლუდოგორეცი ფავორიტია მაგრამ რაღაც მოლოდინზე უფრო დიდი კუში აქ ბევრი 2-თ დაგრუზულია ეს თამაში ბუკმეიკერების ენაზე ესეთი დაგრუზული თამაშები ტყდება ყველაზე ხშირად + ტორპედო მგონია ას %: გოლს აჯახებს აქ რაზგრადელებს მარა აი თუ თამაში წაუვიდა სტუმრებს მაქ უკვე ვერავინ ვერ გვიხსნის განადგირებისგან მარტივად უნდა გამოვიდნენ ქუთაისელები მოედანზე და თავისი გასაკეთებელი გააკეთონ იბრძოლონ მოედნის ყველა მონაკვეთზე თავს უნდა გადააფრინდე რომ შენზე გაცილებით ფინანსურად ორგანიზებულად და რავი ყველაფრით ძლიერი
გუნდი რომ პლეიოფს მიღმა გაისტუმრო და უმთავრესი სათამაშო ეპიზოდებში შენ გაგიმართლოს თორემ მწარე მარცხს გვაგემებენ ბრძოლა ბრძოლა და ბრძოლა დღეს ტორპედოს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით თუ მოუტანს მინიმუმ ამ მატჩში სასურველ შედეგს თორემ მეტოქე მძვინვარე ფეხბურთს გაგვიჩაღებს დღეს და რავიცი რავ ....წარმატებები ტორპედო
Anj. Antey
18:50 23-08-2018
0

სიახლეები პოპულარული