"ტორპედო"-"ლუდოგორეცის" მატჩის 8 000 ბილეთი უკვე გაიყიდა

AutoSharing Option
როგორც ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურში გვითხრეს, ამ დროისთვის 8 000-მდე ბილეთია გაყიდული და დღეს დილიდან დიდი აქტივობა შეინიშნება.

დღეს, 23 აგვისტოს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და რაზგრადის "ლუდოგორეცი" დაუპირისპირდებიან.

ქუთაისელი გულშემატკივრისთვის გამოიყო ავტობუსები, რომლებიც თბილისისკენ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან 12:30 საათზე წამოვიდნენ.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "სილქ უნივერსალზე" გაიმართება. ბილეთების შეძენა კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებსა და ინტერნეტში tkt.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 4 ლარია.

altტორპედო VS ლუდოგორეცი -

დავითისა და გოლიათის ბრძოლა

altკახა ჩხეტიანი: მეტოქე დამაგვირგვინებელ ფაზაში მთლად კარგად ვერ მოქმედებს

alt"ლუდოგორეცის" თავკაცი: ვუყურეთ "ტორპედოს" ბოლო შეხვედრებს და მეტოქე სათანადოდ გვყავს შეფასებული

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირადად ვიცი რომ ბევრი თბილისელი მოდის, 28 000 კაცი არამგონია მოვიდეს მაგრამ 15 000 კაცი იქნება რაც Xაპიან კარგია, ქუთაისმა შერიფთან ვერ გაავსო სტდიონი და თბილიში 15 000 კაცი თუ კივიდა საკმაოდ კარგი იქნება ამ აგვისტოს ბოლოს, მე პირადად სტადიონზე ვარ! და კიდევ ბევრი წაკოვა თბილისელი!!! წინ ტოროედო ქუთაისი!!!
tbiliseli
17:00 23-08-2018
0
ყველანი სტადიონზე !!! მე პირადად დასასვენებლად ვიყავი და 300 კილომეტრი გამოვიარე ამ თამაშისთვის. როგორც არ უნდა დამთავრდეს არ ვინანებ... აი თუ არ წავალ სტადიონზე და წავაგებთ ჩავთვლი რომ ჩემი ბრალიცაა. ჩვენ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ და ჩავიხლიჩოთ ხმები... ბოლომდე ვუგულშემატკივროთ ქართულ გუნდს.... ყველა სტადიონზეეე..... დროშები ჩქარა !!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული