"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"

AutoSharing Option
"პირველი არხის" სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის ტრანსლაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც იცით, ქუთაისური კლუბისა და "ლუდოგორეცის" დაპირისპირების ტრანსლაციას დღეს, 19:45 საათიდან, "სილკ უნივერსალი" შემოგთავაზებთ.

"მინდა გამოვეხმაურო "პირველი არხისა" და ქუთაისის "ტორპედოს" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჯერ შვებულებაში ვიყავი ნაჩუქარში, შემდეგ მივლინება მქონდა - ცხენოსნობაზე ვაკეთებ დოკუმენტურს და ამ პერიოდში მოვწყდი მოვლენებს.

ახლა გავერკვიე და მინდა ყველას პასუხი გავცე. პირველ რიგში, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ყველა გულშემატკივრის წუხილი იმის გამო, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს"
დაპირისპირება მაყურებელმა ვერ იხილა. ეს აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, იმისთვის, რომ ტალახი ვისროლოთ და ადამიანები ვლანძღოთ, ალბათ, საჭიროა, ამ კომპლექსურ საკითხს სწორ, გლობალურ ჭრილში შევხედოთ და ახლა შევეცდები საქმის ვითარება გასაგებად აგიხსნათ.

პირველ რიგში მინდა იმის თქმა, რომ არსებობს ორნაირი სიტუაცია. ერთი, როდესაც პროდუქტი არის არაკომერციული, მაგრამ საჭირო და საინტერესო. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა არ არსებობს, მისი ბიზნესკუთხით შეძენა წამგებიანია, სარეკლამოს თანხების მოზიდვა არ შეუძლია და ყველა კერძო ტელევიზია პროდუქტზე უარს ამბობს.

ამ შემთხვევაში, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ვალდებულია, თავის თავზე აიღოს პროდაქშენი და განთავსება. ამ ყველაფერში იხარჯება რესურსი, რაც უნდა დაიხარჯოს და ამისთვის ჩვენ არანაირ სარგებელს არ ვეძებთ. არავინ აშუქებს და ვალდებულები ვართ, რომ გადავცეთ. ამისთვის ვარსებობთ.

თუმცა არსებობს მეორე ვითარება, როდესაც მხარე გადაწყვეტს, რომ პროდუქტი არის კომერციული და მისი გაყიდვით აპირებს ფულის შოვნას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა, შეიძლება მისი შეძენით ფულის გაკეთება და ასეთ დროს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უკვე ვალდებული აღარ არის, შევიდეს სხვა არხებთან კონკურენციაში და ფული იმაში დახარჯოს, რაშიც უკვე იხარჯება ბაზარზე კერძო პირების მხრიდან. ეს თავისუფალი ბაზრისთვის და ჯანსაღი კონკურენციისთვის პირიქით, საზიანოც კი არის.

სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ისე ხდება, რომ რეალურად ბაზარი არ არსებობს, პროდუქტი არაკომერციულია, მაგრამ გარკვეულ მხარეებს მაინც სურთ მისგან ფულის გაკეთება და თან მერე ჩვენ გვაკისრებენ ვალდებულებას. ეს პრინციპულად არასწორია. მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას. თუ უნდათ ამ პროდუქტის გაკომერციულება და ჰგონიათ, რომ ბაზარი მზად არის, ჩვენ მერე აღარ უნდა გვავალდებულებდნენ ჩვენებას. მაგრამ თუ არ არის ბაზარი და ჩვენ ვაკეთებთ, ამაში დამატებით თანხას აღარ უნდა ითხოვდნენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტიკა და შევეცდები, ზუსტად აგიხსნათ, რა და როგორ:

"კუკეში"-"ტორპედო" როდესაც თამაშობს, თავდაპირველად უფლებებს ფლობენ გუნდები. მათ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა პროდუქტის კომერციალიზაცია. თუ არ უნდათ, ჩვენ ვერთვებით მოლაპარაკებაში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას "კუკეშთან" და თუ მათაც აინტერესებთ ეს თამაში, ხდება სიგნალების გაცვლა. ჩვენ აქ ვაწარმოებთ პროდუქტს და ვაძლევთ ალბანელებს და ისინიც საპასუხო მატჩის დროს აკეთებენ იმავეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქუთაისის "ტორპედომ" დაგვავალდებულა თამაშის გადაღება, განაცხადა, რომ პროდუქტი არის არაკომერციული და შემდეგ, როდესაც ჩვენ თამაში გადავიღეთ და ვაჩვენეთ, სიგნალი მიჰყიდა მესამე პირს, რომელმაც შემდეგ მიჰყიდა სიგნალი ალბანელებს. ამით ფული იშოვა "ტორპედომ", შესაბამისად, გააკომერციულა პროდუქტი.

მერე უკვე საპასუხო მატჩის ჯერი როდესაც დადგა, მესამე პირი ფლობდა ჩვენების უფლებებს, ამ გაკომერციალიზების გამო. სიგნალების გაცვლა აღარ შედგა, მესამე მხარემ ფული მოითხოვა და შემდეგ "ტორპედო" ისევ ჩვენ გვავალდებულებდა ამ გასილითი თამაშის ყიდვას. ეს თავისთავად უკვე პრინციპულად არასწორია.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღევანდელ მენეჯმენტს აქვს პოლიტიკა, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ მესამე პირებისგან არ მოხდეს პროდუქტის შეძენა. ეს სქემა თავისთავად არის "კორუფციული" და "ატკატების" ძალიან კარგ საშუალებას იძლევა. "ტორპედოს" არგუმენტი, რომ თავიდან პროდუქტი 20,000 ევრო ღირდა და მერე დააკლებინეს მესამე პირს და 3,000-მდე ჩამოაყვანინეს, ეს მათდაუნებურად არგუმენტი კი არა, თავიანთივე კონტრარგუმენტი გამოდის. ეს რას ნიშნავს, რომ არსებობდა რაღაც მარჟა, ამ შემთხვევაში 17,000, რომელიც დააკლეს. რომ გადაგვეხადა ეგ 20,000 ევრო და შეგვეძინა მესამე პირისგან ეს ტრანსლაცია, ეგ ნიშნავს, რომ "ატკატის" საშუალება არსებობდა, მაგას ვერავინ ვერ გააკონტროლებს და საზოგადოების გადასახადით დაფინანსებული ორგანიზაცია ასეთ ვაჭრობაში საერთოდ არ უნდა შედიოდეს.

იყო ამ ტელევიზიაში დიდი ხნის განმავლობაში მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ძალიან დიდ თანხებს შოულობდნენ, როგოც შიგნით, ისევე გარეთ ადამიანები, ამ მარტივი "ატკატებით" და მესამე პირებით. შესაბამისად, აბსოლუტურად სწორია მსგავსი მიდგომა. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არის მოსახლეობის გადასახადებით დაფინანსებული ორგანიზაცია და შესაბამისად, გააჩნია სპეციფიკური პასუხისმგებლობები.

რაც შეეხება "ლუდოგორეცთან" თამაშს, ჩვენ ბულგარულ მხარესთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა და სიტყვიერი თანხმობა იყო რეპორტაჟების გაცვლაზე. თუმცა, როგორც ჩანს, "ტორპედომ" ისევ პროდუქტის კომერციალიზაცია გადაწყვიტა და უფლებები "სილქნეტს" გადასცა, რომელიც მოახდენს კიდეც თამაშების ტრანსლირებას. ამაში უცნაური არაფერია და საგინებელიც არაფერია. გუნდი ფულს შოულობს, კერძო კომპანია იხდის და გადასცემს. ღმერთმა გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე.

არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ თურმე "პირველი არხი" ქართულ ფეხბურთს გვერდში არ უდგას. რა რესურსიც სპორტში იდება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური, რამდენსაც ჩვენ ვშრომობთ, გაიხსენეთ, როდის ყოფილა რამე მსგავსი ქართულ ტელესივრცეში, ვის გაუკეთებია, რომელ ტელევიზიას უჩვენებია?! უმადურობა არ არის კარგი. გასაგებია გულისწყრომა, მაგრამ სწორად აზროვნებას უნდა მივეჩვიოთ", - წერს ზურაბიშვილი.

Sportall.Ge

alt"პირველი არხი" "ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

altგაირკვა არხი, რომელიც ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს

altტორპედო VS ლუდოგორეცი - დავითისა და გოლიათის ბრძოლა

მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე იმის მერე რაც ამათმა რუსები ლანძღეს ლუჟნიკებში რა პონტში შეუშვეს?რ
Vakhtang Lobzhanidze
29 აგვისტო 2018 13:33
0
სწორ აზროვნებას უნდა მივეჩვიოთო???! ხოდე მიეჩვიე მერე , რეებს ბიდიალობ?! ფეხბურთის წაყვანა ხო უკვე ჩათვალა ბიჭმა რო დაამუღამა და ახლა ცხენბურთზე გადაერთო :D :D გვეღადავები?!?!? :D ტორპედოს უფროსობაც და თქვენც მაგარი აფერისტი ტიპები ხართ , ერთმანეთს დაუწყეს დაბრალება, მთლიან ჯამში ისე გამოვიდა რო გულშემატკივარი გადაგგვაგდეთ!!! და კიდევ, თქვენი ნდობა იმიტო არ შეიძლება , რო აქამდე ხმა არ ამოღეთ, თუ ტორპედოს ხელმძღვანელობა მამაძაღლობდა რამეს , რატო არ გაგვარკვიეთ თავიდანვე?! მაგრამ შენ ხო ცხენბურთზე მრძანდებიდი, ხოდა ერთი კაცი ვერ მოძებნეთ ისეთი რო შენს მაგივრად აეხსნა ხალხისთვის რა ხდებოდა?? აი ამიტომ ხართ გამოსაპანღურებლები მაქედან!!!!
Vasili
23 აგვისტო 2018 19:59
4
ანუ გამოდის რომ ორი ვარიანტი იყო:
1. ან ორივე მხარე ცვლიდა სიგნალებს
2. ან ორივე ყიდდა.
ტორპედომ აირჩია 2-ე და გადაწყვიტა თავისი სიგნალი გაეყიდა რაშიც აიღო ფული. რატომაც არ უნდა აეღო აბა როგორ უნდა იარსებონ გუნდებმა?

შესაბამისად მეორე თამაშის დროს ალბანელებისგანაც უნდა მომხდარიყო მათი სიგნალის ყიდვა და პირველმა არხმა არ ვიყიდითო იმიტომ რომ ის ფული ტორპედოს შემოუვაო.

ძლივს ქართულ გუნდს იმის შესაძლებლობა მიეცა თავისით შემოსავალი ქონოდა და ამან ეგ ატკატიაო.

რა ატკატზე ლაპარაკობს, ტელევიზიამ რომ ფეხბურთში ფული გადაიხადოს და ის ფული გუნდს შეუვიდეს ეს ატკატია?
გიორგი
23 აგვისტო 2018 19:55
2
ტორპედოს რო 2 მილიონად გაეყიდა თამაში საზოგადოებრივი ვალდებულია იყიდოს და რომელიღაც ქვეყნის ჯიბეში ჩადოს ფული?
ზურა
24 აგვისტო 2018 00:19
0
რას ბოდიალობს უბრალოდ... მარტივად ამბობს რომ თუ როდისმე ქართულმა ფეხბურთმა რამეს მიაღწია და რომელიმე გუნდი ფეხზე დადგაო ჩვენდა თავად მაგათი თამაშის გადამცემის დ...ო, აი ასეთია ამის მიკიბულ-მოკიბული მოკლედ და კონკრეტულად!
jean valjean
23 აგვისტო 2018 19:15
2
თუ გაგებით ეკიდები და მოგწონს შე დალოცვილო რაღა ჩემ ჯიბეში ძრობი აიღე და სახლიდან მოიტანე თუ გინდა და ისე დააფინანსე ეგ ტელევიზია მე არ მეწყინოს.მარა არა აი ხალიავა სულსხვაა.
zaza
23 აგვისტო 2018 17:59
1
ლუჟნიკ შენ თუ ხარ საქმის ვითარებაში გარკვეული ? რეებს ბოდიალობ?)))
anti-stepleri
23 აგვისტო 2018 17:33
3
ე.ი.ახსნა-განმარტება არ ჭრის,მაინც დამნაშავეს ეძებს მავანი.მე საზ.მაუწყებელს არ ვიცავ,მასაც ბევრი მინუსი აქვს(კომუნისტების დროინდელი ტელევიზია,რომ გაჯობებს,როცა გარეთ 21-ე საუკუნეა), მაგრამ განმარტებული იქნა მიზეზები და კიდევ რაღაა სადაო? თუ ხელეწიფება ფეხბურთის ფედერაციას, ჩაერიოს და მოაგვაროს საკითხი,რომ ქომაგი არ დაზარალდეს შემდგომში.ამ ქვეყანაში გასახარელი ძალინ ცოტაა, ერთი ფეხბურთიღა შეგვრჩა, ისიც წაქცეული, იმასაც ნუღარ წაართმევენ ქართველებს.
vax-vax
23 აგვისტო 2018 17:28
7
წეღან დავწერე ქეჩამკარ და იცით რატომ? იმაში ვიხდით ქართველი ხალხი ფულს რომ რაც გვაინტერესებს ის გვაჩვენოთ და არ ის სისულელეები რაც გადის არხზე, ჩემი ნება რომ იყოს დღესვე გაგანთავისუფლებდი და იცი რატომ? თურმე შენთვის საინტერესო ცხენოსნობა უფრო არის პრიორიტეტული ვიდრე ხალხის აზრი იმასთან დაკავშირებით რატომ არ აჩვენებს ჩვენი დაფინანსებული არხი იმ თამაშს რომელიც გვინდა რომ გადიოდეს არხზე. ზუსტად მაგიტომ გაფინანსებთ რომ იყიდოთ და არ ფულები ჭამოთ, ბილეთის ყიდვას ლუჟნიკებზე არ ჯობდა ახლა გეყიდათ 3000 ევროდ თამაში? თუ 3000 ევროზე ნაკლები დაგიჯდა იქ ჩათრევა და ჩამოთრევა? ამიტომ ჩვენ მსოფლმხედველობაზე კი ნუ ლაპარაკობ პირზე რძე შეიშრე და ჭკუას მოუხმე. ხალხის ლანძღვას შეეშვით ეს ჭკუასუსტები და საქმეს მიხედე, ამის მერე გინდათ რომ მოვიდეთ თამაშებზე? შენ სტადიონზეც არ შეგიშვებდი ჩემი ნება რომ იყოს. იმედია წაიკითხავ. გამომიქვეყნეთ.
roma
23 აგვისტო 2018 17:19
8
მოკლედ, რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს "საზმაუ"-მ, მაინც თავად რჩება გალანძღული )))) არადა, იქნებ მართლაც "ტორპედო" აჩმახებს რაღაცეებს ?!
თუმცა გინება არც ქუთაისურ გუნდს ასცდება. სულ რაღაც ხუთიოდ საათში... ))))
vaxo
23 აგვისტო 2018 16:53
7
ამ ბიჭმა რაც ახსნა მე პირადად გავიგე და კითხვებს არ მიტოვებს. ვფიქრობ, რომ სავსებით გასაგებად ახსნა, იმათთვისაც კი ვინც ესეთ რაღაცეებში ვერ ერკვევა (გარდა იმ ხალხისა ვისაც უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს).
Irakli
23 აგვისტო 2018 16:49
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული