"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩში"ტორპედო" "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.

სტუმართა გუნდის მწვრთნელის პაულო აუტუორის გეგმა შედეგზე ორიენტირებული და არა ლამაზად თამაში იყო, მეორე ნომრად ათამაშა თავისი გუნდი და მიზანსაც მიაღწია.

მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო", უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ
დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.

თამაშის
ტემპს კი ბულგარელები აგდებდნენ და თამაში მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმპში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, რაც რაზდრადელებს აძლევდა ხელს. 65-ე წუთზე ვანდერსონი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა კვასხაძესთან პირისპირ და ქუთაისელთა მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

"ტორპედოს" იერიშები ერთფეროვანი და უხიფათო იყო და შედეგად მატჩი 0:1 დასრულდა.

ისე, ბულგარულმა სპორტულმა გამოცემებმა სწორედ ეს ანგარიში იწინასწარმეტყველეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2)

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70)

ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო (გორალსკი 66), დიაკოვი, მარსელინიო (ტერზიევი 90+6)), ვანდერსონი, კესერუ (ლუკოკუ 82), ვურალი

altბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება


altკახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი


მკითხველის კომენტარები / 37 /
ლუდოგორეცი თამაშობდა ნახევარი ძალით, გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ სამწუხაროდ ტორპედომ ვერ ითამაშა გულიანად, თავიდანვე წაგებული იყო თამაში.
1
ფეხბურთზე უნდა შეიყვანოთ ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან 17-18 წლის კი არა და განვითარდება მერე ფეხბურთი.აბა ასე კალათბურთის დარბაზიდან გამოყვანილი ფეხბურთელებით რა წარმატებას უნდა მიაღწიო.
dsfaf
22:47 24-08-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული