"პირველ შეხვედრაში "ტორპედოს" 1:0 ვძლიეთ, მატჩ-რევანში ხუთშაბათს რაზგრადშია. გოლი ვანდერსონმა მარსელინიოს ჩინებული დრიბლინგის შემდეგ გაიტანა. "ლუდოგორეცი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ხანდახან აუტორის ბიჭებს მეტოქე აგრესიული თამაშით უშლიდა ხელს.
კარგად მოქმედებდნენ ჩვენი ცენტრალური მცველები ანტონ ნედლიაკოვი და კოზმინ მოცი, რომლებიც მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ", - აღნიშნავს ბულგარული კლუბის საიტი.
"საუკეთესოდ არ გვითამაშია, მე ამას უფრო ნორმალურს
რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტად გაგვემწვავებინა თამაში. ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. მოგებამ თვითდაჯერებული გაგვხადა. ჩვენ ფავორიტები ვართ. 1:0 დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
"ტორპედო" უხეში გუნდია. ფლანგებიდან ცდილობდა შეტევებს, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა. მეტოქემ ვერაფრით ვერ გაგვაკვირვა", - განუცხადა "ლუდოგორეცის" მცველმა ნედლიაკოვმა "გონგს".
"ჩვენი გუნდის კონცენტრაცის დეფიციტმა და შეცდომებმა ქუთაისელებს რევანშის შანსი დაუტოვა. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ხომ 3-მილიონევროიან ბონუსს მიიღებს. არადა, "ლუდოგორეცი" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.
"ლუდოგორეცმა" პირველ ტაიმში მოპოვებული მინიმალური უპირატესობა დიდი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნა. თუმცა, ჩვენი გუნდი არ იყო დამაჯერებელი", - დაწერა "გონგის" ჟურნალისტმა სვეტოსლავ ტაბაკოვმა თბილისური მატჩის მიმოხილვაში.
"ლუდოგორეცმა" "ტორპედო" დაამარცხა და ძალიან ახლოსაა საბოლოო გამარჯვებასთან. უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გაგვემარჯვა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. კარგი მატჩი იყო, თუმცა ბოლოსკენ ტემპი დაეცა", - წერს "გოლი".
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]