"მიხეილ მესხის სტადიონზე" მისულმა ხალხმა არცთუ ისე თვალსასეირო მატჩი იხილა, თუმცა "ტორპედოს" გულშემატკივრობა არ მოჰკლებია და არც ხალხი გაქცეულა პირველი გოლის შემდეგ.
გთავაზობთ "ტორპედოს" ფეხბურთელების 10-ბალიან შეფასებებს:
როინ კვასხვაძე 7.0 - "მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ არ მოგვცა ამის საშუალება და მინდა მისი თამაში გამოვარჩიო" - ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს "ლუდოგორეცის" თავკაცის, პაულო აუტუორის კომენტარია. საქართველოს ნაკრების მეკარემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი "სეივები" გააკეთა (6) და
ლევან გეგეჭკორი 5.0 - "ლუდოგორეცის" ფეხბურთელები მარჯვენა ფლანგს არ ტვირთავდნენ და იყო მომენტები, რომ გეგეჭკორს შეტევებში ჩართვის დროს მეტი თავისუფლება ეძლეოდა. თუმცა მის მიერ წამოწყებული შეტევები გაურკვეველი მიმართულებით გადაცემული ბურთით სრულდებოდა და შედეგი არ მოჰქონდა. დაცვაშიც ბევრი საქმე არ ჰქონია, ბულგარელები ძირითადად საპირისპირო ფლანგს იყენებდნენ.
მამუკა კობახიძე 5.5 - კობახიძე შეხვედრის პირველ ნახევარში კარგი იყო და საკუთარ ტერიტორიაზე საკმაოდ ნაყოფიერად იცავდა საჯარიმოს. თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყო და რიგ მომენტებში შეცდომებსაც მოუმატა, თუნდაც 69-ე წუთზე, როდესაც სისინიო გაექცა და კვასხვაძემ გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.
ალექსანდრ აზაცკი 4.5 - გოლის მომენტში თითქოს აზაცკიმ გვიან დაიწყო ფიქრი და მერე აღარც იცოდა, რა გაეკეთებინა, უაზროდ წაიფორთხიალა. არადა, ცენტრალურ მცველს გაცილებით მეტი მართებდა იმ მომენტში და მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ფეხბურთელი, მინიმუმ, ვანდერსონს სივრცეს არ მისცემდა. სხვა შემტევებშიც აზაცკი სარგებლის მომტანი არ იყო, ბევრჯერ შეცდა და მისი შეცდომის გამოსწორება კობახიძეს მოუწია.
ლაზარ მარინი 4.0 - ბულგარელმა, გაშვებული გოლის მომენტის გარდა, არაერთ მომენტში დაკარგა პოზიცია და იმერელთა შემადგენლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა. ამ შეხვედრაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კატასტროფულად დაბალი იყო და მის ფლანგზე იგივე ვანდერსონი რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. მარინის ცუდი თამაშით გამოწვეული იყო ისიც, რომ მეტოქემ მაქსიმალურად დატვირთა მისი ფლანგი.
მარეკ გლინგა 6.5 - აი, ქუთაისის "ტორპედომ" ორი სხვადასხვა ტაიმი ჩაატარა, როცა დარბოდნენ და როცა დაღლილები დარბოდნენ. ეს ფაქტორი სლოვაკ ფეხბურთელსაც შეეტყო. ის მცველებს სათანადოდ ვერ აზღვევდა. სამაგიეროდ, ნაყოფიერი იყო შეტევების წამოწყებისას. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი და ლამაზი პასი გააკეთა.
მათე ცინცაძე 5.0 - გოლის მომენტში ცინცაძეც შეცდა, რადგან საგოლე გადაცემის ავტორმა მარსელინიომ ისე ჩაუქროლა, არც კი გაუგია და რომ შეამჩნია, უკვე ვანდერსონს ჰქონდა ბურთი. ცინცაძეს შეუძლია გუნდის "ტვინი" გახდეს, მაგრამ როგორც ფიზიკური - ასევე სათამაშო თვალსაზრისით ამისგან შორსაა.
გრიგოლ დოლიძე 6.0 - შეხვედრის ბოლოს ერთი კურიოზული ფაქტი მოხდა, დოპინგტესტზე გრიგოლ დოლიძე და თენგიზ წიქარიძე გაიყვანეს. გრიგოლ დოლიძე 35 წლისაა. მისგან მეორე ტაიმში დაღლა და ნაკლებად აქტიურობა მოსალოდნელი იყო. დოლიძეს რა უნდა უთხრა, როცა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო ადრე დაიღალნენ. თუ შედარებაზე გვექნება საქმე, დოლიძე შეტევაში ყველაზე კარგი იყო. იყო მომენტები, როცა კარგი პასის გაცემის საშუალებაც ჰქონდა, თუმცა დააგვიანა.
P.S მან შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი კუხიანიძე 5.5 - კუხიანიძე სადღაც დაკარგული იყო, მეტოქის მცველებთან და საყრდენებთან ორთაბრძოლაში ის გამარჯვებული ნაკლებად გამოდიოდა. არადა, გვახსოვს მისი "კუკეშთან" მატჩი, მაგრამ "ლუდოგორეცთან" მას მეტოქე მაქსიმალურად კეტავდა.
გიორგი ქიმაძე 5.0 - ქუთაისელთა ვინგერმა ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. მის იმედად მყოფი გულშემატკივარი ამჯერად ვეღარ გაახარა და მისი ქმედებები არ იყო შედეგიანი. საბოლოოდ ჩხეტიანმა ის პირველი შეცვალა.
მილოშ ლაჩნი 5.5 - დასაფასებელია ის, რომ მუდმივად ბრძოლაში იყო ჩართული, თუმცა, როდესაც საჭირო იყო და ფლანგიდან ჩაწოდება ხდებოდა, ხშირად მის პოზიციაზე არ იმყოფებოდა და ბურთიც უმისამართოდ იკარგებოდა. კლუბში ლაჩნისგან გაცილებით მეტს უნდა მოითხოვდნენ, რადგან ის რიგ მომენტებში შეტევების შემაფერხებელი ფაქტორია.
ცვლილებები
თორნიკე კაპანაძე - სასაცილო იყო ის, რომ კაპანაძეს მასზე გაცილებით მაღალ მცველებთან ბურთს ფლანგიდან უწოდებდნენ და რა თქმა უნდა, ორთაბრძოლებში მარცხდებოდა. არადა, კაპანაძეს სულ სხვა სახის პასები ესაჭიროებოდა, თუმცა ამაზე არავინ ფიქრობდა.არფანგ დაფე - სენეგალელმა ლეგიონერმა ქუთაისელთა შეტევები უფრო გამოაცოცხლა და რამდენიმე ლამაზი ფინტიც შემოგვთავაზა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, შედარებით ადრე ჩაერთოთ შეხვედრაში და მეტი დრო მისცემოდა.
ლევან კუტალია - კუტალიას მცირე დრო ჰქონდა რაიმეს შესაქმნელად. რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა განსაკუთრებული არაფერი არ მოჰყოლია.
კახა ჩხეტიანი 5.5 - "ტორპედომ" რომ შეხვედრის დასაწყისიდანავე ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო, ეს კარგი იყო და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩა, თუმცა, როდესაც ფეხბურთელები შეტევაში გადადიოდნენ, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ქუთაისელთა შეტევების დასასრული ასეთი იყო - ჩაწოდება საჯარიმოში და იქ დაკარგული ბურთი. ეს ყველაფერი რომ შესამჩნევი გახდა, ჩხეტიანს მართებდა ალტერნატიული შეტევის გზების მოფიქრება, თუმცა თამაშის დასასრულამდე მსგავსი რამ არ გვინახავს.
უქომაგე ქუთაისის "ტორპედოს" ბულგარეთში - გთავაზობთ წასვლის იაფ ვარიანტს
წინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?
"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]
მადლობა გამოქვეყნებისთვის :)