"ტორპედო" ბულგარეთში გაემგზავრა - მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
30 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის "ლუდოგორეცთან" საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი დანიშნულების ადგილას 29 აგვისტოს გამთენიისას ჩაფრინდება.

თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "სილქ უნივერსალი" უზრუნველყოფს.

შეხვედრას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი 40 წლის მატიას გესტრანიუსი იქნება.

"ლუდოგორეცი" ბულგარეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში სოფიაში "სლავიას" დაუზავდა - 0:0 და 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

alt"ლუდოგორეცმა" სოფიაში "სლავიას" უგოლო ფრე გაუგორა - უკანასკნელ 5 მატჩში კი 1 გოლი გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი დაწვავენ ნაღდად ტორპედოსDDD
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული