შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

AutoSharing Option
ფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე შსს-მ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა.

ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

უწყებაში სხვა დამატებით დეტალებზე ვერ საუბრობენ.

საქმე ეხება კოტე მორგოშიას მხრიდან ფეხბურთელ გურამ კაშიას მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც ის ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებს.

Sportall.Ge

აღნიშნულის შემდეგ კაშიამ საკუთარი "ფეისბუქპროფილი" გააუქმა.

საქმე ჰოლანდიის ჩემპიონატში არნემული კლუბის ერთ-ერთ მატჩს ეხება, რომელზეც კაშიას კაპიტნის სამკლავური "ფობიის საწინააღმდეგო კამპანიის", კერძოდ, ცისარტყელას ფერებში იყო შეღებილი. მაშინ საზოგადოების ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ ამით გურამ კაშია ლგბტ თემის პროპაგანდაში ჩაერთო.

altTaz.de:

ჰომოფობია საქართველოში ნამდვილად აქტუალურია

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
Ert magalits moviyvan ra ozilim erdogantan foto gadaigo da germanelma gulshematkivarta nacilma protesti gamotqva da daaneba nakrebshi karieras am zecolit rasac kashias mimart aris mercmunet rom am ortamashi 2 qulasac ver avigebt ager naxavt orkvirashi
Emigranti
15:31 29-08-2018
4
კარგი იყო გურამს ეს სამკლავური არ გაეკეთებინა, მაგრამ პროპაგანდად ლგბტ-ს პროპაგანდად სულაც არ ჩავთვლი. გეი კი რომ არ არის ამაში ეჭვიც არ მეპარება:)...და საერთოდ მორჩით ამ თემაზე საუბარს და რაც უფრო ნაკლებად გააპიარებთ ლგბტ-ს თემას მით უფრო უწევთ პროპაგანდას ჟურნალისტები.
emigranti
14:46 29-08-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული