კონსტანტინე მორგოშია თავის პოსტზე: მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება

AutoSharing Option
"ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არა მგონია. მუქარა
მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათიათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია", - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

altშსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 17 /
სტვენებით ნაკრებს ნუ დათრგუნავთ თორემ ერთს კარგად მოგიკურთხებთ თქვე ურა პატრიოტებო რუსული ურას ძახილის მეტი რო არაფერი იცით
ბაჩი
20:30 29-08-2018
18
ამ გამზრდელ თუ გამჩენ ხალხს ფეხბურთზე მისვლა მანამდე მოეფიქრებინათ სანამ მათი პატრონი უბრძანებდა კრემლიდან, იქნებ საგინებლადაც არ გაეხადათ თავი იმის გამო რო გვარცხვენენ მსოფლიო მასშტაბით. ტფუი, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. 30 ვერცლად კი არა, 30 თეთრად რო ყიდიან სამშობლოს
რატი
18:46 29-08-2018
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული