კახა ჩხეტიანი: ფეხბურთელები ბოლო წამამდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
დღეს, ქუთაისის "ტორპედო" ბულგარეთში "ლუდოგორეცთან" ევროპა ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად ჩაფრინდა, მისმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

"გუნდში კარგი განწყობაა, ყველას გათავისებული გვაქვს, თუ რა მნიშვნელობის თამაშია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი გუნდისათვის, თითოეული ქართველისათვის და ბიჭები მოედანზე საბრძოლო განწყობით გავლენ.

ფეხბურთელები ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ტრავმირებულ ფეხბურთელებს, გიგაურია ტრავმირებული, ის საქართველოში დარჩა. დანარჩენები ყველანი მწყობრში არიან და ჩვეულ რიტმში ემზადებიან მატჩისათვის".

altკახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემ დროს დინამო ბათუმში თამაში 5000 დოლარი ღირდა, ბავშვობაში დავდიოდი ფეხბურთზე და ვიცი ჩემ გუნდელს რომელიც მერე უკრაინაში დინამო კიევში წავიდა აქ 5000 დოლარი მოთხოვეს და კიევის დინამომ უსასყიდლოდ თან სახლი მიცა და ხელფასი დაუნიშნა თავის სარჩენად მშობელთან ერთად და მერე ტრავმა მიიღო და გამოუშვეს. ასე რომ თუ გინდა ფეხბურთელი გამოხვიდე ფული უნდა გქონდეს.
roma
13:47 30-08-2018
0
თუ ძალიან გაგვიმართლებს და ისინიც აირევიან,შესაძლოა,მაგრამ რაც აქ ფიზიკური მომზადება გვიჩვენეს იმ ფიზიკით?ღმერთმა ქნას,მისი ნებაა ყველაფერი.მე კი გულშემატკივრობის მეტი არაფერი დამრჩენია.
სოსო
12:47 30-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული