სარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

AutoSharing Option
ფოტო: erovnuliliga.ge

30 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედოს" მოგზაურობა ევროთასებზე დასრულდა.

"ტორპედომ" ევროპა ლიგის პლეი-ოფში რაზგრადის "ლუდოგორეცთან" შინ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, საპასუხო მატჩშიც წააგო, ამჯერად 0:4.

alt"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედო", ევროთასებიდან გამომდინარე, ამ ზაფხულს ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბია, რადგან ყველაზე შორს ის წავიდა. მართალია, ქუთაისელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, თუმცა ამ მიზანთან ყველაზე ახლოს იყვნენ და ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა საქართველოს უეფას კოფიციენტების რეიტინგში სწორედ მათ შესძინეს.

მაშ ასე, გადავიდეთ სარეიტინგო ქულების

დათვლაზე. ქუთაისის "ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა. ქართული გუნდი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

საბოლოო ჯამში კი, ქუთაისელებმა 1 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს. მივყვეთ ქრონოლოგიურად - ჯერ "ტორპედომ" 2:1 მოუგო "შერიფს", შემდეგ სტუმრად 0:3 დამარცხდა. ამის მერე ქუთაისელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგეს "ვიკინგურს", "კუკეშს" კი შინ 5:2 მოუგეს და სტუმრად 0:2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოგებისთვის 0.25 ქულა იწერება, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულა.



  • "ლუდოგორეცი" - 0 ქულა
  • "კუკეში" - 0.25 ქულა
  • "ვიკინგური" - 0.5 ქულა
  • "შერიფი" - 0.25 ქულა

ახლა კი გადავიდეთ ფინანსებზე. ევროპა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობისთვის "ტორპედომ" 300 000 ევრო მიიღო. აქამდე კლუბს უკვე ჰქონდა გარანტირებული 820 000 ევრო. შესაბამისად, "ტორპედომ" 1 120 000 ევრო გამოიმუშავა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილეობით. ეს თანხა დღევანდელი კურსით 3 257 240 ლარია.

"ტორპედოს" მოპოვებული თანხები:

  • ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო
  • ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000
  • ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000
  • ევროპა ლიგის პლეი-ოფი - 300 000

3 257 240 ლარი არ არის ცუდი შედეგი. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი ყოველწლიურად ეხმარება კლუბებს. "ტორპედოს" ფონდმა 2017 წელს საბაზისო, სტიმულებისა და პრემიის სახით 2 მლნ ლარი მისცა. ამიტომ სხვა საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი რომ არ ჩავთვალოთ, 5 მლნ ლარი არც ისე ცუდი საფუძველია სტაბილური კლუბის ასაშენებლად, მით უმეტეს, როცა კლუბს კერძო მფლობელი ჰყავს და ინვესტიციების ჩადების ვალდებულებაც გააჩნია.

ქართული კლუბები
"ტორპედოს" გამოვარდნით, საქართველოს წარმომადგენელი ევროთასებზე აღარ ჰყავს. საბოლოო ჯამში, ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით საქართველოს უეფას კოფიციენტების რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია. უკვე ვეღარავინ გადაგვასწრებს, რადგან ჩვენზე უკან მყოფ ასოციაციებს კლუბები ევროთასებზე აღარ შემორჩათ.

გამომდინარე აქედან, არც იმის საფრთხე არსებობს, რომ შემდეგი სეზონისთვის საქართველოს ევროთასებზე წარმომადგენელთა რიცხვი შეუმცირდეს. საქართველო კვლავ 4 კლუბით იასპარეზებს ევროთასებზე.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საქართველოს უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში 4.75 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ მე-5 წელი საქართველოს კლუბებისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვების საკითხში საუკეთესო აღმოჩნდა, რაშიც დიდი წვლილი ქუთაისის "ტორპედოს" მიუძღვის.

"ტორპედოს" შემდეგ ყველაზე მეტი ქულა საჩხერის "ჩიხურამ" მოიპოვა. "ჩიხურა" ერთგვარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო ამ ევროთასებზე, რადგან თავისზე ფინანსურად ბევრად ძლიერ კლუბებთან ღირსეულად ითამაშა - გათამაშებას ებრაული "ბეითარი" გამოთიშა და "მარიბორთან" შინ ფრე ითამაშა.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები:

  • "ტორპედო" - 1 ქულა
  • "ჩიხურა" - 0.5
  • "დინამო" - 0.125
  • "სამტრედია" - 0

ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხები ევროთასებზე:

  • "ტორპედო" - 1 120 000 ევრო
  • "ჩიხურა" - 500 000
  • "სამტრედია" - 240 000
  • "დინამო" - 240 000

საბოლოო ჯამში, ქართულმა კლუბებმა 2 100 000 მლნ ევრო გამოიმუშავეს, რაც დღევანდელი კურსით 6 108 251 ლარია. მომავალ ევროთასებამდე...
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეძებთ სესხს თქვენი სესხის გადასახდელად, სახლის შეძენისთვის, მანქანის შეძენისთვის, ან ხართ ქალი კაცი ან ქალი? გსურთ გახსნათ ბიზნესი საკუთარი თავისთვის, თუ დიახ, მაშინ აღარ უნდა ინერვიულოთ, რადგან აქ არის ჩვენს ქვეყანაში კანონიერი და ლეგიტიმური კომპანია, დღეს მათ დამამტკიცეს და მომცეს სესხის ოდენობა დღეს 300,000, რადგან მას შემდეგ, რაც მე ვეძებდი. სესხი, რომ გადავუხადო ჩემი საბანკო სესხი და დღეს მე საბოლოოდ წარმატებით მივიღე სესხი, დღეს რა პრობლემაა, Stella Rene სესხის ფირმა აქ არის, რათა დაეხმაროს ღარიბებს და საჭირო ადამიანებს, ვისაც გადაუდებელი სესხი სჭირდება, რომ გადაიღოს ყველა კრედიტი კისრიდან და დღეს საიტზე თამამად ვადასტურებ, რომ ეს კომპანია ნამდვილი და ლეგიტიმურია, დაუკავშირდით ელ.ფოსტს (mrsstellareneloanfirm1@gmail.com) განაცხადისა და თქვენი სესხის დამტკიცებისთვის, ან ასევე WhatsApp- ზე (+16313415478) დაუკავშირდით კომპანიას დღეს და თქვენი ყველა პრობლემა დღეს დასრულდა ეს არის პასუხი თქვენს ყველა ფინანსურ კრიზისზე და დაიწყეთ ახალი ცხოვრება.

ჰანა
ჰანა
01:44 24-11-2019
0
kvelaze meti puli torpedom ichova charchan, da sareitingo kulac meti aigo da ase gadauxades samagiero, ar daccer vinc, mere dablokavt, mixvdeba vinc dachala torpedo. es unamusobaa, da am kvelaper pinamsur maxinaciebs cheecira gundi, imitom vart cels am dgechi,da chveni pegburtelebit sxva gundebi gazlierda, im gundebs torpedos piliali mainc daarkvit.
KUTAISELI
17:56 12-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული