ქუთაისის "ტორპედომ" ახსნა, თუ რატომ მოხდა ჩხუბი ტრიბუნაზე

AutoSharing Option
30 აგვისტოს, "ლუდოგორეცისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ევროპა ლიგის საპასუხო მატჩის დროს ქართველ ქომაგებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა.

ინციდენტი შესაძლოა, მასპინძელი ფანების პროვოცირებული იყო.

ბულგარული "სპორტალი" აღნიშნავს, რომ შეხვედრის მე-6 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ სტუმართა გუნდის გულშემატკივრებმა ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ მათი ნაწილი სტადიონიდან გაიყვანა.

გამოცემის მტკიცებით, "ტორპედოს" ქომაგები უკმაყოფილონი იყვნენ მატჩის დასაწყისში განვითარებული მოვლენებით, მასპინძელთა გუნდის ფანების სექტორისკენ დაიძრნენ, პოლიციამ სწრაფად დააკავა ისინი და არენიდან გააძევა.

ამის შემდეგ "ტორპედოს" სხვა ქომაგები მეორე სექტორში გადაიყვანეს, სადაც მშვიდად უყურეს თამაშს.

altsportal.bg:

"ტორპედოს" ქომაგებმა "ლუდოგორეცის" ფანებთან ჩხუბი დააპირეს და პოლიციამ ისინი სტადიონიდან გააძევა [VIDEO]


აღნიშნულთან დაკავშირებით Sportall.ge ქართულ კლუბს დაუკავშირდა.

"მატჩამდე არეულობას არაფერი მოასწავებდა - ბულგარელები ქართველების მიმართ საკმაოდ კარგად იყვნენ განწყობილნი, თუმცა პირველი გატანილი გოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრის მიმართ ბულგარელების მხრიდან აგრესია წამოვიდა -  იფურთხებოდნენ და ა.შ.

ეს ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, "ტორპედოს" რამდენიმე გულშემატკივარი ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გამოუშვეს და ტრიბუნაზე დაბრუნდნენ, მაგრამ სხვა სექტორზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ქომაგები იმ სექტორზე დააბრუნეს, სადაც თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომები. ყოველივე ეს მატჩის დელეგატმაც აღნიშნა, რომელმაც მომხდარში მთლიანად მასპინძელი კლუბი დაადანაშაულა და ოქმში, სადაც მომხდარზე ჩაწერა, არცერთი შენიშვნა "ტორპედოსა" და ჩვენი ფანების მისამართით არ ყოფილა", - გვითხრეს "ტორპედოში".

აღსანიშნავია ისიც, რომ უეფა-მ "ტორპედოს" უმაღლესი შეფასება დაუწერა ევროთასებზე ჩატარებული 4 მატჩის მასპინძლობისთვის.




alt"ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ გაუმკლავდა - უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 19 /
Eseni arian ucignuri dabali donis,gauzrdeli brbo!k... gamoxtomebit,eseni arian kalakis sircxvili brbo,romlebic idetificirevulebi unda ikvnen da stadionze ar sheushvan arsad sakartveloshi,eseni is xalxia romeltac normaluri pasuxi ar mostxoves roca lokomotivis stadionze gulshematkivari tribunidan gadmoagdes!
Zura
22:43 03-09-2018
2
თბილისელებმა გაგივსეს აქ სტადიონი ლუდოგორეცთან, დაწვით აქაურობაო, თბილისელი მაგას Aრ იკადრებს ინტელექტიდან გამომდინარე,
Provin
14:10 03-09-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული