ინოვაციური პროექტი - GOALBACK-ის საჩვენებელი მატჩი ბათუმში შედგა

AutoSharing Option
მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლესი პროექტის GOALBACK ფარგლებში, ბათუმში ღია საფეხბურთო სივრცე მაგნოლიასთნ არსებულ მოედანზე მოეწყო.

პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მატჩში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძეც მონაწილეობდნენ.

GOALBACK - აპლიკაციაა, რომელიც ფეხბურთის თამაშის მაურველებს ერთმანეთთან დააკავშირებს და ამით მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს. ერთგვარი საფეხბურთო სოციალური ქსელი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და მისი მთავარი მიზანი მოყვარულებისათვის საფეხბურთო მატჩების დაგეგმვის, მაურველთა პოვნისა და დაკავშირების უმარტივესი გზა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული