გიორგი ჩაკვეტაძის დედა: ეზოში თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა...

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრების კარში გატანილმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველმა ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული ღირსეულად დაიმსახურა.

გარდა ამისა, გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლის ავტორი, რომელიც ლატვიის კარში გატანილ გოლს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრება:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე სიარული გიორგიმ?
- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და
გვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

Sportall.Ge

- სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი იყო?
- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

- ხომ არ ჰქონდა მცდელობა, სხვა პროფესიაშიც ეცადა ბედი?
- იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში.

- მშობლები რა პროფესიის ბრძანდებით?
- მე ეკონომისტი ვარ. მამა, მერაბი ელექტროინჟინერია. ჩემი უფროსი ვაჟი სუხიშვილებში ცეკვავდა. სამი ბიჭის დედა ვარ.

Sportall.Ge

- უყურებთ გიორგის თამაშებს, როგორია მისი რეაქცია, მოწინააღმდეგის კარში გატანილი გოლების შემდეგ?
- ჩემთვის ძალიან ემოციურია გიორგის თამაშის ყურება. თავადაც გექნებათ ნანახი ეკრანებიდან, როგორი მოკრძალებულია გოლის გატანის შემდეგ. არც კი სურს ემოციების გამოხატვა.

- ფაქტობრივად, პატარა ასაკიდანვე აეწყო მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა, ის ხომ ჯერ 19 წლის არის ... ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში შედგა...
- დიახ, ასეა, თუმცა ამას საკუთარი ნიჭიერებითა და დაუღალავი შრომით მიაღწია. ჩვენ არავინ გვყავდა ისეთი, მას რომ დახმარებოდა.

- ბელგიურ გუნდ "გენტშიც" თამაშობს. რჩება დრო მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის? შეყვარებული ხომ არ ჰყავს?
- თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ აქვს და არც შეყვარებულია. სულ ფეხბურთით არის დაკავებული.

altგიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური ფინტი ლატვიასთან მატჩში [VIDEO]

alt10 ქულა ჩაკვეტაძეს! - ქართველი ფეხბურთელები whoscored.com-ისა და Uefa.com-ის შეფასებებში

altგიორგი ჩაკვეტაძის გოლი ერთა ლიგის ორი ტურის TOP 10-ში შევიდა [VIDEO]

alt5 მლნ ევრო - გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ფასმა მოიმატა

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

რუსკა კილასონია სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგია დედ-მამის შვილობა, ბუნება, მაგრამ დინამოს აკადემია და ის დაუღალავი შრომა მწვრთნელების, ოთხჯერადი კვება, სავარჯიშო პირობები და უმაღლესი აკადემიური განათლების მიღება ფეხბურთში - ამ ყველაფერმა მისცა საშუალება ამ უდაოდ ნიჭიერ ფეხბურთელს გამოჩენილიყო თავის ასაკში!!

მადლობა დინამოსაც !! :)))
zurab
16:12 24-10-2018
0
ოოხ, მამას როგორ გავსსსს... ის ორი დედას.....მიდი გიორგიიიიიიიიიი!!!
0

სიახლეები პოპულარული