სუპერსენსაცია. ჰოლანდიასთან განადგურების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შვედეთს ფრე გაუგორა

AutoSharing Option
ჰოლანდიაში მიმდინარე 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუზავდა - 1:1.

ანგარიში პირველ ტაიმში ნინა კოპანგმა გახსნა, 78-ე წუთზე კი ჩვენი გუნდის თავდამსხმელმა ნათელა წოწერიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

შვედების მწვრთნელმა პალ ლაგესტრიომმა დაიჩივლა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და იმედგაცრუებულია.

ეს შედეგი გასაკვირია, რადგან პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა, ხოლო შვედეთმა ლატვიას 11:0 მოუგო.

დღეს ჰოლანდიამ ლატვიას 7:0 სძლია.

ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.