17-წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოში გაემგზავრა, სადაც შესარჩევი ციკლის მატჩები გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. სალომე ხუბულურის გუნდი კოსოვოში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და სომხეთის გუნდებს დაუპირისპირდება.

მატჩები 3, 6 და 9 ოქტომბერს, კოსოვოს ქალაქ პოდუიევოში, ზაჰირ პაიაზიტის სტადიონზე გაიამრთება. 17-წლამდელმა გოგონებმა მოსამზადებელი ეტაპი 24 სექტემბრიდან 1 სექტემბრის ჩათვლით რუსთავის სანაკრებო ცენტრში გაიარეს.

A ლიგაში, B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები:
ვიქტორია დობროვოლსკაია (კვარტალი), ანანო სიგუა (რაჭა), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო).

მცველები:
ლოლიტა კალოიანი (რუსთავი),
ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნათია ჯოჯუა (სამეგრელო), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტი).

ნახევარმცველები: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ კაკულია (დინამო სოხუმი), კესარია მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ მამფორია (კვარტალი), მარიამ შოშიტაშვილი (რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი).

თავდამსხმელები: ნინო მეტრეველი (რუსთავი), თაკო ბულია (ლანჩხუთი), ლიზი ცაავა (კოლხეთი).

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესე იგი როგორი შერჩევა ჩაუტარებიათ, სულ 18 ფეხბურთელია და 10 გუნდია წარმოდგენილი! ასეთი განვითარებულია ჩვენში ქალთა ფეხბურთი?!
ვენეციის კომისია
20:06 01-10-2023
0
წარმატებები გოგონებს!!!
Nick
18:57 01-10-2023
1

სიახლეები პოპულარული