WU17 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდში მეორე მატჩი გამართა.

სალომე ხუბულურის გუნდი ჯგუფის მასპინძელ კოსოვოს ასაკობრივ გუნდს შეხვდა. თამაში მეტოქის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 9 ოქტომბერს, სომხეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, A ლიგაში, B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული