ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
ნიონში, გოგონთა ასაკობრივი გუნდების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობს, მე-3 ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუმინეთი, ფარერის კუნძულები და ლატვია იქნებიან. მატჩები 17-23 მარტს, ფარერის კუნძულებზე გაიმართება.

19-წლამდე გოგონათა ნაკრების მეტოქეები ბ ლიგის მე-5 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, ესტონეთის და ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან. შეხვედრები 3-9 აპრილს, საქართველოში გაიმართება.

ორივე ასაკობრივ ჯგუფში, ა ლიგაში ბ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსნები დაწინაურდებიან.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული