WU17 | საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის პირველი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან გამართა.

კოსოვოს ქალაქ პოდუიევოში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 5:0 დასრულდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები 6 ოქტომბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, A ლიგაში B ლიგიდან ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.

Nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული