პირველად ქალთა ფეხბურთის ისტორიაში! - საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრები ევრო 2019-ის ელიტრაუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2019-ის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო შეხვედრაში, 23 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე.

ქართველმა გოგონებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს. მე-8 წუთზე ანგარიში ნათელა წოწერიამ გახსნა, მე-17-ზე კი, მეტოქის კარი ნათია დანელიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

2019 წლის 17 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მონაწილეობას 28 გუნდი
მიიღებს, რომლებიც შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან.

ელიტრაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი - 2019 წლის გაზაფხულზე. ჯგუფების გამარჯვებული შვიდი საუკეთესო გუნდი კონტინენტის პირველობის მასპინძელ ბულგარეთს შეუერთდება და 2019 წლის 5-17 მაისს ევროპის უძლიერეს გუნდს გამოავლენს.

საქართველო 2:0 ლატვია
გოლები: 1:0 წოწერია (8), 2:0 დანელია (17)
გაფრთხილება: 11' ოსინინა, 26' ტრეიმანე, 34' წულაია, 44' როჟაშჩენოკა, 84' ვიტმორე, 86' დანელია

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, დანელია, ეჯიბია, ბებია (46' აკობიძე), მწყერაშვილი (90+1' ცაავა), ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (85' გოცირიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

altსუპერსენსაცია. ჰოლანდიასთან განადგურების შემდეგ საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შვედეთს ფრე გაუგორა

altსაქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 განადგურდა

 

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები გოგონებო
0
ყოჩაღ გოგოებო! ეს დიდი ნაბიჯი არის წინ გადადგმული, რაც ბევრი შრომით მოიპოვეთ. გააგრძელეთ შრომა და უფრო მეტს მიაღწევთ. გამარჯვებებს გისურვებთ ყველას!
ლუკა
10:11 26-10-2018
0

სიახლეები პოპულარული