ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი გულშემატკივარს - ყაზახეთთან მატჩის ბილეთი 1 ლარი ეღირება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება.

აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის.

ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.

აქვე, გთხოვთ, 19 ნოემბერს, "დინამო არენაზე" მობრძანდეთ თამაშის დაწყებამდე და გახდეთ იმ აქტივობის მონაწილე, რომელიც დაგეგმილია სტადიონზე.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, საქართველო-ყაზახეთი ბილეთების ონლაინ-რეჟიმში გაყიდვა
9 ნოემბრიდან დაიწყება.

altუქომაგე საქართველოს ანდორაში - ინფორმაცია გასვლით მატჩზე დასწრების მსურველებისთვის



მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუმარჯოს მეორე ტურს.დდდდდ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული