თომას ბახი თანამდებობას 2025 წლის ივნისში დატოვებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა აღმასრულებელ საბჭოს IOC-ის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. IOC-ის ცნობით, ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალაში შევა 23 ივნისს - ახალი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის დღეს.

ბახი IOC-ის წევრად აირჩიეს 1991 წელს, 1996 წელს კი შევიდა ორგანიზაციის აღმასკომში. გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი, შემდგომში კი წარმატებული მოხელე IOC-ის მეცხრე პრეზიდენტად 2013 წლის 10 სექტემბერს აირჩიეს, 2021 წლის 10 მარტს კი ხელახალი ოთხწლიანი ვადით გააგრძელა საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე. ბახმა 2024 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს არ იყრის. IOC-ის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება 20 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 144-ე სესიაზე, რომელსაც ოლიმპია (საბერძნეთი) უმასპინძლებს.

IOC-ის პრეზიდენტობის მსურველი შვიდია. მათ შორის არიანმსოფლიო მძლეოსნობის (World Athletics) პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის (UCI) ხელმძღვანელი და საფრანგეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დავიდ ლაპარტიენი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ჰუსეინი და ცურვაში ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა