საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"265 მილიონს უნდა ვიხდიდეთ იმაში, რასაც ესენი ფეხბურთს ეძახიან? ფიფას რეიტინგში 121-ე ადგილზე ყოფნა, წინ რომ ზიმბაბვეა და უკან სან მარინო, ეს 265 მილიონი ღირს? ამას რად უნდა 265 მილიონი, კაცო? ამ აუდიტორიაში ვინც ვართ, დაგვნიშნონ მწვრთნელად და გავიყვანთ ბოლო ადგილზე გარანტირებულად. 100 ლარად თანახმა ვართ ვიმუშავოთ.
ვითომ ფეხბურთის დრო გვაქვს? თუ მაინცდამაინც სპორტში უნდა წავიდეს ეს ფული, წავიდეს ეს ფული რაგბიში, ძიუდოში და ძალოსნობაში, ვისაც საქართველოს სახელი გააქვს
საზღვარგარეთ.
ეს რა აჩემებული გვაქვს, გეგონება ყიფიანი და ხურცილავა თამაშობენ ისევ. ერთხელ ინტერესის გულისთვის წავედი თბილისის "დინამოს" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩის სანახავად. ამერიკაში ორი საშუალო სკოლის გუნდის შეხვედრაზე უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე "ლოკომოტივის" სტადიონზე. ამაში ვიხდით ჩვენ, გადასახადის გადამხდელები ფულს", - განაცხადა ვაშაძემ.