სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერონული ჩემპიონატის 15-წლამდელთა ოქროს ლიგის გამარჯვებულს - თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. ჩემპიონებს კუთვნილი მედლები და თასი ალექსანდრე იაშვილმა და დავით სირაძემ გადასცეს.

შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ ფედერაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვით, ასაკობრივი ლიგის გამარჯვებულებსა და ვერცხლისმედალოსნებს ექნებათ შესაძლებლობა, ზამთრის პაუზის დროს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურნირებში.

აღნიშნულის დაფინანსებას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ფედერაცია სრულად უზრუნველყოფენ.

"ვულოცავ თბილისის "დინამოს" ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ამ ბავშვებისთვის ეს წინსვლა დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. კიდევ
უფრო დიდ სიხარულს და გამარჯვებებს ვუსურვებ მომავალში", - აღნიშნა დავით სირაძემ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული