საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის ერთობლივი პროექტით, სტადიონზე დაიგო ბუნებრივი საფარი, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა 500 ინდივიდუალური სკამი, გადაიხურა ტრიბუნები, გაკეთდა VIP და პრესლოჟები, დამონტაჟდა ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები.
ამჟამად, მიმდინარეობს სარბენი ბილიკის დაგება და სტადიონის შემოღობვა.
სტადიონის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოოდ, დაახლოებით, 3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
მომზადებულია წყალტუბოს "სამგურალის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით