შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირება იხილა. თბილისელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად - 2:0 მოიგეს, გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ნახევარშიც ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ. ფოთის "ჭაბონამამ" საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული ზედიზედ
"მოყვარულთა თასის" წლევანდელ გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 339-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 40 გუნდი თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების მონაწილეა, ხოლო დანარჩენი გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა თასის მაყურებელთა რაოდენობამ 80 000-მდე ადამიანს, ხოლო ფეხბურთელების რაოდენობამ 8500-ს მიაღწია.
"მოყვარულთა თასი" სწორედ ის პროექტია, რომლის მნიშვნელობისა და უნიკალურობის აღსანიშნავად, 2018 წელს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო კონცეფციის პროექტისთვის ვერცხლის ჯილდო გადასცა.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით