გადაწყვეტილების შესაბამისად, ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტს 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს აირჩევს.
აღმასკომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა:
"წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების
ლევან კობიაშვილმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:
"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას."- განაცხადა მან.
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა:
"გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას."- აღნიშნა დავით მუჯირმა.
მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.