იყრის თუ არა კენჭს ლევან კობიაშვილი? - სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 29-ე საარჩევნო ყრილობის დანიშვნის გადაწყვეტილება 28 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, ყრილობა ფედერაციის პრეზიდენტს 15 თებერვალს, სიმბოლურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს აირჩევს.

აღმასკომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"წლის შემაჯამებელ აღმასკომის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით 29-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წელი საარჩევნო წელია, ყრილობაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს, 15 თებერვალს გაიმართება, მოხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აღმასკომის წევრების
არჩევა. გადაწყვეტილება, რომელიც წესდების შესაბამისად და ყველა მოთხოვნის დაცვით იქნა მიღებული, განპირობებულია იმით, რომ მომავალი წლის მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდეს ვიდრე აქტიურ ფაზაში შევა სეზონი, რათა გამარჯვებულ კანდიდატს მიეცეს საშუალება, სწორად წარუძღვეს პროცესს, რაც თავისთავად მხოლოდ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარეობს." - აღნიშნა მან.

ლევან კობიაშვილმა მის კანდიდატურასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

"ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქართულ ფეხბურთში მიმდინარე დადებითი პროცესების შედეგად, დღეს ჩემი მოტივაცია გაცილებით დიდია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც პირველად მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. დანარჩენს ყველაფერს, წესდების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შევატყობინებთ საზოგადოებას."- განაცხადა მან.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა:

"გენერალურ სამდივნოს უკვე დაევალა, რომ ორშაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრებს განესაზღვროთ ვადები პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისა და იმ დელეგატების წარდგენის შესახებ, რომლებიც ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ყველა წევრს საშუალება მიეცემა დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული თარიღები, ორშაბათს, 31 დეკემბერს დაზუსტდება და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება, ბუნებრივია, ინფორმაციას მივაწვდით მედიასა და საზოგადოებას."- აღნიშნა დავით მუჯირმა.

მომზადებულია Gff.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ლევანი უნდა დარჩეს, თუ არა პრეზიდენტად უნდა ვიმსჯელოთ მისი მუშაობის შედეგებით და არა გამოგონილი მიზეზებით. იმათი ვერ გამიგია ვინც მის პარლამენტარობას აკრიტიკებს, მე მირჩევნია თვით პრემიერმინისტრი იყოს ფეხბურთის პრეზიდენტი. განა მისი გავლენა ქვეყანაში არ მოეხმარება ფეხბურთის განვითარებას? ვისაც პოლიტიკური აწუხებს, გთხოვთ ფეხბურთს თავი დაანებეთ, ამ სპორტში საქართველო თვითმყობადი ქვეყანაა და ამით მსოფლიოში ჩვენი ადგილი და როლი უნდა განვსაზღვროთ. იქ სადაც ჩვენ ვიმყოფებით არა არის მისაღები, ჩვენ ისეთივე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, როგორიც ეს მოჭიდავეებს აქვთ მსოფლიოში. ლევანი მოვიდა და გაატარა რეფორმები, რომელთა გატარებით გარკვეული დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა და ამ დროს უაყოფითად პარლამენტარობას ვუთვლით. ნაკრების რეიტინგი აიწია, ქვეყნის ჩემპიონი (ტორპედო ქუთაისი, გაისად უფრო მეტს ვუსურვებთ) ჩემპიონთა და ლიგის პლეიოფში თამაშობს, როცა პირველიველი ტურში ვარდებოდნენ, ხდება თითქმის ყველა თამაშის პირდაპირი ტრანლიაცია, გაიზარდა თამაშებში ტემპი და მეტი მოტივაცია აქვთ. რასაც ადასტურებს მინიმუმამდე დაყვანილი სხვაობა ქულებში ჩემპიონსა და აუტსაიდერებს შორის. აქედან გამოდინარე ლევანს მხარს ვუჭერ არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე და ყველა ქართული ფეხბურთის მოყვარულს უმორჩილესად ვთხოვ, მხარი დაუჭიროს ლევანს არჩევნებში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
გიზოგ
28 დეკემბერი 2018 17:37
8
უნდა გახდეს, რა თქმა უნდა. მითუმეტეს როცა შედეგი არის (ნაკრები). ასე რომ აქ არაფერია საკამათო. ბოდიში და აქ ზოგიერთები პოლიტვირუსით არიან შეპყრობილი. ამათი განკურვნა შეუძლებელია.
ზაალი.
28 დეკემბერი 2018 16:46
12
რა შედეგს ხედავ?ერთა ლიგის ფორმატი რომ მოიგონეს კობიაშვილის დამსახურებაა? სხვა სასიკეთოთ არაფერი არ შეცვლილა.
ზაალი-ს
28 დეკემბერი 2018 18:42
10
კობიაშვილო, არაფერი პირადული მაგრამ ნუთუ ვერ ხვდები რომ შენი 2 სკამზე ჯდომით საქმე ზარალდება! ან გაანებე თავი პარლამენტარობას და ბოლომდე მიხედე ფეხბურთს, ან არადა სრულყოფილად წადი პოლიტიკაში და ფედერაციის პრეზიდენტობა თუნდაც შენს კაცს დაუთმე
სიმართლე
28 დეკემბერი 2018 16:40
5
გილოცავ, შენ ამოძირკვე ს. კ "ზესტაფონი". ყველას ეზიზღები ზესტაფონში და არამარტო.
kobis
28 დეკემბერი 2018 16:22
12
წადი!!! ან პარლამენტს შეეშვი, კენჭისყრას თუ აპირებ! ესაა გულშემატკივრის გზავნილი, ძალიან ბევრის აზრი ვიცი!
11
28 დეკემბერი 2018 16:19
8
იყრის კი არა გახდება კიდეც. წინ დაუდგება რამე? საუკეთესო მენეჯერობის ნომინაციაში გაიმარჯვა და ეგ არის კიდეც მაგის წინაპირობა. პარლამენტარობასაც ითავსებს მშვენივრად
:)))))
28 დეკემბერი 2018 15:58
3
კობიი არ უნდა წავიდეს!!!! გვჭირდება ეგეთი პროფესიონალი და საქმის მცოდნე პრეზიდენტად! მამუკა კვარაცხელიაც მომწონს ძალიან, მაგრამ ვფიქრობ რომ ლევანი უნდა იყოს პრეზიდენტი!
ზურა
28 დეკემბერი 2018 14:50
13
ჩამოყალიბდეს ეს კიდევ, თუ ფეხბურთზე ზრუნავს მიხედოს მაგ საქმეს და დაანებოს პარლამენტარობას თავი, თუ არა და წავიდეს პოლიტიკაში ბოლომდე და ფეხბურთს სხვამ მიხედოს წესიერად, განსაკუთრებით ჩემიპიონატს!!!!!!!!!!!!!!
გივი
28 დეკემბერი 2018 14:37
8
ჩემი აზრით ერთი ვადით კიდევ უნდა დარჩეს კობი და შემდეგ სხვა კანდიდატი უნდა აირჩიონ.თვითონ კიდევ ფეხბურთში უნდა დარჩეს რათქმაუნდა და პარლამენტს შეეშვას.
1
28 დეკემბერი 2018 14:27
15
სამწუხაროდ საქართველოში პარლამენტარობა პირადი საქმიანობის ლობირებად ჩამოყალიბდა, ეს დიდ უარყოფით მოვლენად მიმაჩნია, თუმცა ლევანის შემთხვევაში ამას სხვა დატვირთვა აქვს, საშველია ქართული ფეხბურთი და მას მართლაც სჭირდება ქვეყანაში გავლენიანი პირის ლობირება.
გიზოგ
02 იანვარი 2019 11:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული