იუშკა - მსაჯი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და "ზარიასთან" ნამატჩევს თბილისიდან ძლივს გააპარეს, თავს იმართლებს

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს გველის ნაკბენივით ახსოვს ლიტველი რომუალდას იუშკას 1977 წელს თბილისში "დინამოსა" და "ზარიას" მატჩში მიკერძოებული მსაჯობა. "დინამო" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო. ამ შეხვედრაშიც არბიტრმა უკადრებელი იკადრა:

გაგანია ზაფხული იყო, სტადიონი როგორც ყოველთვის პირთამდე გაივსო და მაყურებელი აღშფოთებული იყო მსაჯობით. დაიწყო სკანდირება:"სუდია პედარ...". საერთოდ, "დინამოზე" მაყურებელთა ზეწოლის გამო არაობიექტურად მსაჯობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამ არბიტრმა კი წნეხს გაუძლო.

მან "ვერ შენიშნა" ვოროვშილოვგრადელთა (მაშინ ლუგანსკს ვოროვშილოვგრადი ერქვა) უხეშობა, ორჯერ ხელით
თამაშისთვის არ დანიშნა მათ კარში პენალტი, არ დადო მათ კარში თერთმეტმეტრიანი შეხვედრის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელის მოცელვისათვის, რადგან საფინალო სასტვენი 2 წუთით ადრე მისცა. ამ დროს მოედანზე ერთი ახალგაზრდა გადახტა, რომელსაც მილიციელებმა ცემა დაუწყეს. ვეღარ მოითმინა ხალხმა, მოედანზე გადავიდა, მილიციელები მაგრად გალახეს, ხოლო იუშკა სტადიონიდან და თბილისიდან ძლივს გააპარეს.

მას შემდეგ 42 წელი გავიდა და 77 წელს მოყრილმა იუშკამ უკრაინული football.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრაც გაიხსენა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი სკანდალი 1977 წელს მოხდა.
- დიახ, ეს საშინელება იყო. ათასი ვერსია გავრცელდა, მაგრამ მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით. მატჩის დასასრულს საფინალო სასტვენი მივეცი, ამ დროს კი რევაზ ჩელებაძე საჯარიმოში წაიქცა.

- პირადი ინიციატივით?
- "ზარიას" მცველ ჟურავლიოვთან კონტაქტისას წაიქცა და ყველანი პენალტს ითხოვდნენ. მოედანზე გულშემატკივარი შემოვარდა. მას პოლიციელები თმაში წვდნენ და წააქციეს.

- ამას სხვა ქომაგების რეაქცია მოჰყვა, რომელთაც თქვენთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. საქმეში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია.
- მსაჯთა ბრიგადა გასახდელში გადაგვმალეს. შევარდნაძე ხალხთან ჩავიდა და მეგაფონით დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამანაც არ უშველა.

- დილის 4 საათამდე გაგრძელდა არეულობა.
- მთლად მასე არ იყო. მილიციამ სტადიონიდან გაგვიყვანა და ქუთაისიდან დავტოვეთ საქართველო.

- ეს ამბავი ლეონიდ ბრეჟნევამდე მივიდა?
- დიდი ვნებათაღელვა იყო. ძალიან დამეხმარა ჟურნალისტი ვლადიმირ პერეტურინი. ვიდეოზე ნათლად ჩანდა, რომ საფინალო სასტვენი ჩელებაძის დაცემამდე მივეცი. ქართველები თავისას ამტკიცებდნენ, ვიდეო ისე დაამონტაჟეს, რომ არაფერი არ ჩანდა.

ის შეხვედრა 0:0 დასრულდა, მატჩი არ გადათამაშდა, იუშკას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 23 /
რა გჭირთ, ყოველ მეორე კომენტარს ბეჭდავთ თუ რა? ბევრი საინტერესო ნიუანსი გავიხსენე. დაბეჭდეეეეეთ
alexandre
13:50 10-01-2019
0
მახსოვს ეს მატჩი, 14 წლის ვიყავი, ნათესავმა წამიყვანა. პირველი 6065 წუთი თამაში კი არა კარდებალეტი იყო ბევრი მაყურებელი დინამოელთა ლანძღვიდან უკვე გინებაზც იყო გადასული,ზოგი ეჭვობდა რომ განგებ ითრევენ ფეხსო, შემდეგ კლუბის სათადარიგოთა ზემო ტრიბუნებიდან რამდენიმე გალსტუკიანი ჩამოვიდა, რაღაც უთხრეს იქაურებს და 3წუთში თამაში დაიქოქა.... მარა რად გინდა... ისე მახსოვს ადესის ჩერნომორეცთან რომ 3-0 იგებდა დინამო, მერე უცბად მიატოვეს თამაში და 3-3 გაუფორმეს ადესას...
არტურა
13:13 10-01-2019
6

სიახლეები პოპულარული