იუშკა - მსაჯი, რომელმაც უკადრებელი იკადრა და "ზარიასთან" ნამატჩევს თბილისიდან ძლივს გააპარეს, თავს იმართლებს

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს გველის ნაკბენივით ახსოვს ლიტველი რომუალდას იუშკას 1977 წელს თბილისში "დინამოსა" და "ზარიას" მატჩში მიკერძოებული მსაჯობა. "დინამო" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყო. მაშინ ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი გუნდი ჩემპიონი არ გამხდარიყო. ამ შეხვედრაშიც არბიტრმა უკადრებელი იკადრა:

გაგანია ზაფხული იყო, სტადიონი როგორც ყოველთვის პირთამდე გაივსო და მაყურებელი აღშფოთებული იყო მსაჯობით. დაიწყო სკანდირება:"სუდია პედარ...". საერთოდ, "დინამოზე" მაყურებელთა ზეწოლის გამო არაობიექტურად მსაჯობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ამ არბიტრმა კი წნეხს გაუძლო.

მან "ვერ შენიშნა" ვოროვშილოვგრადელთა (მაშინ ლუგანსკს ვოროვშილოვგრადი ერქვა) უხეშობა, ორჯერ ხელით
თამაშისთვის არ დანიშნა მათ კარში პენალტი, არ დადო მათ კარში თერთმეტმეტრიანი შეხვედრის დასასრულს ჩვენი თავდამსხმელის მოცელვისათვის, რადგან საფინალო სასტვენი 2 წუთით ადრე მისცა. ამ დროს მოედანზე ერთი ახალგაზრდა გადახტა, რომელსაც მილიციელებმა ცემა დაუწყეს. ვეღარ მოითმინა ხალხმა, მოედანზე გადავიდა, მილიციელები მაგრად გალახეს, ხოლო იუშკა სტადიონიდან და თბილისიდან ძლივს გააპარეს.

მას შემდეგ 42 წელი გავიდა და 77 წელს მოყრილმა იუშკამ უკრაინული football.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შეხვედრაც გაიხსენა.

- თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი სკანდალი 1977 წელს მოხდა.
- დიახ, ეს საშინელება იყო. ათასი ვერსია გავრცელდა, მაგრამ მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით. მატჩის დასასრულს საფინალო სასტვენი მივეცი, ამ დროს კი რევაზ ჩელებაძე საჯარიმოში წაიქცა.

- პირადი ინიციატივით?
- "ზარიას" მცველ ჟურავლიოვთან კონტაქტისას წაიქცა და ყველანი პენალტს ითხოვდნენ. მოედანზე გულშემატკივარი შემოვარდა. მას პოლიციელები თმაში წვდნენ და წააქციეს.

- ამას სხვა ქომაგების რეაქცია მოჰყვა, რომელთაც თქვენთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. საქმეში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე ჩაერია.
- მსაჯთა ბრიგადა გასახდელში გადაგვმალეს. შევარდნაძე ხალხთან ჩავიდა და მეგაფონით დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამანაც არ უშველა.

- დილის 4 საათამდე გაგრძელდა არეულობა.
- მთლად მასე არ იყო. მილიციამ სტადიონიდან გაგვიყვანა და ქუთაისიდან დავტოვეთ საქართველო.

- ეს ამბავი ლეონიდ ბრეჟნევამდე მივიდა?
- დიდი ვნებათაღელვა იყო. ძალიან დამეხმარა ჟურნალისტი ვლადიმირ პერეტურინი. ვიდეოზე ნათლად ჩანდა, რომ საფინალო სასტვენი ჩელებაძის დაცემამდე მივეცი. ქართველები თავისას ამტკიცებდნენ, ვიდეო ისე დაამონტაჟეს, რომ არაფერი არ ჩანდა.

ის შეხვედრა 0:0 დასრულდა, მატჩი არ გადათამაშდა, იუშკას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
რედაქციას- ეს კაცი რა სამუდამოდ დასახლდა ამ საიტზე?
ალეკსანდრე
10 მარტი 2019 20:03
0
ძალიან ძნელია რამე ვთქვა თამაშზე, რომლის დროს დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ როგორც უფროსებისგან გამიგია, დინამომ ითამაშა ძალიან ცუდად და გულშემატკივრის განრისხების პირველი მიზეზიც ეს იყო. ამ მძიმე ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელები გულშემატკივრებსაც შეხვდნენ და დიდხანს მოუწიათ მათი დაშოშმინება. პირობა დადეს, რომ მომავალ წელს ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ ამ ჩემპიონატში ხომ მხოლოდ პარტიული პრინციპები მოქმედებდა? მესხის, მეტრეველის და კიდევ უფროსი თაობის დინამოელებს არაერთხელ წაართვეს ჩემპიონობა. 64-ში კი ვინც ობიექტურად იმსაჯა, კი მიიღო სამუდამო დისკვალიფიკაცია. ეს კაციც უეჭველად პარტიული ჩინოვნიკი იყო, კონკრეტულ დავალებებს ასრულებდა და მისი ზღაპრებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს
:)))))
20 თებერვალი 2019 19:59
1
რა გჭირთ, ყოველ მეორე კომენტარს ბეჭდავთ თუ რა? ბევრი საინტერესო ნიუანსი გავიხსენე. დაბეჭდეეეეეთ
alexandre
10 იანვარი 2019 13:50
0
მახსოვს ეს მატჩი, 14 წლის ვიყავი, ნათესავმა წამიყვანა. პირველი 6065 წუთი თამაში კი არა კარდებალეტი იყო ბევრი მაყურებელი დინამოელთა ლანძღვიდან უკვე გინებაზც იყო გადასული,ზოგი ეჭვობდა რომ განგებ ითრევენ ფეხსო, შემდეგ კლუბის სათადარიგოთა ზემო ტრიბუნებიდან რამდენიმე გალსტუკიანი ჩამოვიდა, რაღაც უთხრეს იქაურებს და 3წუთში თამაში დაიქოქა.... მარა რად გინდა... ისე მახსოვს ადესის ჩერნომორეცთან რომ 3-0 იგებდა დინამო, მერე უცბად მიატოვეს თამაში და 3-3 გაუფორმეს ადესას...
არტურა
10 იანვარი 2019 13:13
10
ოდესასთან ჩაწყობილი თამაში იყო . კიევის დინამო ჩამოდიოდა თბილისში და ქუთაისში . კიევის დინამო 2 ტურით ადრე ჩემპიონი იყო უკვე , ხოლო ოდესა და ქუთაისი გასავარდნ ზონაში იყვნენ და ქულები გადაათამაშეს - ორივე გუნდი დარჩა უმაღლესში . ეს ნაღდად ასე იყო .
Tedo
13 იანვარი 2019 02:03
1
არტურ,ოდესასთან იმ თამმაშში პირველი გოლი ვახტანგ ქორიძემ გაგვიტანა საკუთარ კარში.მეკარეს გაუგორა ბურთი,ის კი არ ელოდა და ....შემდეგ პლოსკინამ(არ უნდა ვცდებოდე) გაიტანა სასწაული ბურთი შორი მანძილიდან და გუნდი ანერვიულდა,ჩერნომორეცი კი პირიქით,მაყურებლისაგან გამხნევებული გვეძგერა და გაგვითანბაბრა.თამაშის დამთავრების შემდეგ ქორიძე სტადიონზე დაემხო და თავს ვეღარ იღებდა სიმწრისაგან.ძალიან ჯიგრიანი მოთამაშე იყო ვახტანგ ქორიძე.შენს კომენტარში თითქოს რაღაც ეჭვს ვგრძნობ,მაგრამ არაფერი მაგის მსგავსი იქ არ მომხდარა.
პ.ს.ახლა მახსენდება,ილია რუხაძეს მაგ თამაშში მოსტეხეს მგონი ფეხი და დაცვის ცენტრში მოთამაშე,სხვა ფეხბურთელი აღარც გვყავდა მგონია.(ყველა დამტვრეული იყო).ილია რუხაძე 19 წლისა იყო,დინამოში 3 თამაში ჩაატარა,სამივე ბრწყინვალედ,მოსტეხეს ფეხი და დავკარგეთ.
სოსო
11 იანვარი 2019 12:51
0
ახალგაზრდა გულშემატკივრებს მივმართავ.წარმოიდგინეთ რა დღში ვიქნებოდით მაშინ,როცა ამდენი წლის შემდეგაც კი ამდენ ხალხს,ასე დაწვრილებით ახსოვს მაშინდელი მოვლენები.ეს არაკაცი კი ისევ ტყუის და ნამუსს ფიცულობს.წლების შემდეგ მურუსიძე და ჩინჩალაძეც, ასე გამოიკარგკაცებენ ალბათ თავს.
სოსო
10 იანვარი 2019 12:50
1
ვასტოჩნიზე ვიჯექი მაგ თამაშზე. ტყუილია, ვითომ ჩაფსტვენილი ქონდა. მაგაზე გაგიჟდა ხალხი. იმას შეჩვეული ვიყავით, რომ პენლებს არ გვაძლევდნენ, აქ კი იმდენად ნაღდი იყო, რომ მაგ კრეტინმა გადაწყვითა მატჩი დაემთავრებია. იმ გადმომხტარ ბიჭს მილიცია წესიერად რომ მოქცეოდა, შეიძლება კიდევ არ ამტყდარიყო ამხელა ამბავი. და მთელი სტადიონი მოედანზე ჩავიდა. დავერიეთ პოლიციელებს. იმ წლებში სამხედროები იჯდნენ პირველ რიგში მთელ წრეზე; იყო ერთი-ორი გაწევა, მაგრამ მერე ერთმანეთს ვაჩერებდით და ეს 18-19 წლის ბიჭები მშვიდობიანად გავუშვით სტადიონიდან. აი მილიციას კი მაგრად მოხვდა, ერთი მათი მოტოციკლეტი დაიწვა კიდევაც. შევარდნაძეს არავის არ დაუჯერა, სტადიონიდან გადითო. შემდეგ დათო გამოვიდა ხალხში, ყიფიანი, მან გავყევით უკან. პლეხანოვზე, სადღაც კინო ამირანთან, ტროლეიბუსზე ავიდა და დაიფიცა გუნდის სახელით, თავს შევაკლავთ, მაგრამ გპირდებით რომ გაისად ჩემპიონები გავხდებითო. და გახდნენ კიდეც! რა გუნდი გვყავდა! რა ბიჭები! დიდება მათ! ცოცხლებს დიდი ხნის სიცოცხლე, გარდაცვლილებს ნათელი და არ დავიწყება!
alexandre
10 იანვარი 2019 12:11
0
ვფიქრობ, კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით აქტივობა გამოიჩინოს რომელიმე ჩვენმა ჟურნალისტმა (რადგან იუშკა წვდომადი ყოფილა), თორემ უკვე აქაც ჩანს ფალსიფიცირების მცდელობა.
მე კი, როგორც ამ მატჩის ერთ-ერთი მაყურებელი ძალიან მოკლედ გავიხსენებ.
1. თითქმის 70 წუთი დინამომ ძალიან უჯიგროდ და უდარდელად ითამაშა - ამიტომაც ამ დროისთვის ანგარიში არ იყო გახსნილი.
2. ბოლო დაახლოებით 20 წუთი მოინდომეს და მომენტი მომენტზე იქმნებოდა. რაღაც სასწაულად გოლი მაინც არ გადიოდა.
3. ბოლოს, დახლოებით 2-3 წუთით ადრე დამთავრებამდე ერთ-ერთი ჩვენიანი (ზუსტად არ მახსოვს - თუმცა, როგორც ჩანს, ჩელებაზე) ზედ 11-მეტრიანის ნიშნულზე უკნიდან საგულდაგულოდ მოცელეს... ეს იყო 200%-იანი პენალი... ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი იუშკა ამ აშკარა ფაქტის დამახინჯებას ცდილობს (რაღაც კონტაქტის დროს დაეცაო, თანაც უკვე დასტვენილზეო თამაშის დამთავრების შესახებ)...
4. მთელი სტადიონი ელოდა მსაჯის რეაქციას. მან მართლაც დაუსტვინა - ვიმეორებ, დაუსტვინა ამ წაქცევის შემდეგ. მაგრამ დასვენის დროს ხელები ზევით აღმართა და მოთამაშეებს და მაყურებელს ანიშნა თამაშის დამთავრება...
5. არდანიშნული პენალი ჩვენთვის ახალი ხილი არ იყო... ამ არაკაცს უბრალოდ რომ არ მოეხდინა ამ ეპიზოდეზე რეაგირება და გაეგრძელებინა თამაში - დრო კიდევ რჩებოდა - იქ ახალი ეპიზოდები შეიქმნებოდა, ხალხის ყურადღება ამ ეპიზოდებზე გადაირთვებოდა და ბოლოს, რაც არ უნდა მომხდარიყო, დარჩენულ დროში გოლი რომც ვერ გავეტანა მაყურებელი სტადიონს მშვიდად დატოვებდა. ცხადია, ყველა აღშფოთებული იქნებოდა, მაგრამ მოედანზე ფადასვლა და მსაჯზე ნადირობა არავის არ მოუვიდოდა აზრად.
6. საქმე სწორედ იმაშია, რომ მსაჯმა ვადაზე ადრე დაამთავრა თამაში... ეს იყო დამსწრე საზოგადოების ცინიკური აბუჩად აგდება... ემოციების რამეზე გადატანის შანსიც არ იყო დატოვებული...
7. დინამოელების პირველი რეაქცია ბუნებრივი იყო - ისინი მსაჯს ეკვეთნენ. მაგრამ მალევე მათვე მოუწიათ ამ მსაჯის დაცვა...
8. ხალხის გადასვლა მოედანზე მპხდა ეტაპობრივად.. ჯერ 1 გადავიდა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ... ამან აღშფოთება გამოიწვია... ძალიან მალე მილიცია უკვე ვერ აკონტროლებდა სიყუაციას... ჯარისკაცებს არვაინ არ ერჩოდა (ისინი, როგორც ყოველთვის, პირველ რიგში ისდნენ), მაგრამ მაინც მათ გადაინაცვლეს სამთავრობო ლოჟაში...
9. მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. სტადიონიდან არავინ არაპირებდა წასვლას. ყოველივე რომ შეიძლებოდა ძალიან დიდი ტრაგედიით დამთავრებულიყო, ამის დასტურია ის ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც სტადიონიდან გასვის მერე შეეძლო ენახა გულშემატკივრებს სტადიონის ახლობლად სანაპიროს მხრიდან. წარმოდგენაც არ მონდა რა შეიძლება მოყოლოდა თუმდაც წყლის ჭავლის მიშვებას ტრიბუნებზე... და ეს არაკაცი ცდილობს ეხლა თავ იმართლოს თავისი უგვანობის გამო...
10. შევარდნაძე თამაშს თავიდან არ ესწრებოდა, ის სპეციალურად მოვიდა სტადიონზე - ესეც დასტური, რომ მდგომარეომა ძალიან რთული იყო. მან ხალხს მიმართა სამტავრობო ლოGიდან - მიკროფონით და არა მეგაფონით. მისი ხმა ძალიან კარგად ისმოდა, მაგრამ მის მოწოდებას მაყურებელი გასულიყო სტადიონიდან მაშინაც არ მოყვა შედეგი, როცა იგი დაპირდა ხალხს, რომ მატჩის მსაჯობა გახდებოდა პოლიტბიუროს მსჯელობის საგანი.
11. ამ დროს, მიმაჩნია, შევადნაძემ სიმამაცე და კაცომა გამოავლინა. ის თავად ჩამოვიდა სამთავრობო ლოჟიდან სარბენ ბილიკზე და გაემართა გასასვლელისკენ - და მას გაყვა მაყურებელთა დიდი ნაწილი. ამით, მან ფაქტობრივად ინციდენტი ჩააქრო. პირადად მეც გავედი სტადიონიდან ამ ეპიზოდის შემდეგ.
12. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გულშემატკივართა მცირე ნაწილი დილამდე დარჩე სტადიონზე. ცხადია, ისინი არც თუ დელიკატურად იქცეოდნნ, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაუსჯიათ.
13. კომიკური მომენტი იყო სტადიონის გარეთ მყოფი მილიციის ქცევა. მათ არ იცოდნენ რა მოხდა სტადიონზე და ჩვეულებისამებრ, ცდილობდნენ სტადიონიდან გამოსული ხალხის მიმართ თავისი მომწესრიგებელი ფუნქციების განხორციელება. ჯერძალიან გაოცდნენ მათი ბრძანებების მასობრივ იგნორირებაზე, მალევე მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელებეით საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ და სასწრაფოდ გაეცალენ იქაურობას...
14. საწუხაროდ, ამ ეპიზოდს არანარი რეაგირება არ მოყოლია. პოლიტბიუროს ვინ ჩივის, არც ფეხბურთის ფედერაციაში. ამ მატჩის მსაჯობის გამო იუშკას არანაირი სასჯელი არ მიუღია (აქაც უსინდსოდ ცრუობს). მან წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიიღო უმსგავსო მსაჯობის გამო სსრკ თასის მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის "ტორპედო" კიევის ასკ-ს (პირველი ლიგის გუნდი იყო) ეთამაშებოდა. შემთხვევით ვუყურე ამ მატჩის ტელერეპორტაჟს - იუშკამ სასტიკად დაჩაგრა კიეველები. ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა, ხოლო მათ კარში დანიშნული პენალი 3-ჯერ დაარტყმევინა მოსკოველებს - სანამ არ გაიტანეს (კიეველთა მეკარემ 2 დარტყმა მოიგეია, მაგრამ მან დააბრალა წესების დარღვევა და ხელახლა დაარტყმევინა)...
15. ცალკე დაზუსტებას ითხოვს იმის დადგენა - რა უძღოდა წინ სტადიონზე შევარდნაძის გამოჩენას. ასევე გასარკვევია - რა უნდოდა სტადიონის მახლობლად სამხედრო ჯავშანტექნიკას. პირადად ჩემთვის ეხლაც გაუგებარია, რატომ არ მოყვა სანქციები კუშკას მიმართ ამ მატჩის შემდეგ. შევარდნაძე ძალიან კარგად დაინახა ამ მსაჯობის შედეგები და ის სსრკ-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იყო...
სიმართლის მოყვარული
10 იანვარი 2019 11:51
0
ძალიან ზუსტად გადმოეცი ყველაფერი რაც იქ მოხდა,ერთს დავამატებ,მაშინდელი დინამო თამაშს იწყებდა 65-70 წუთიდან,(მანამდე უბრალოდ ბურთს აგორებდნენ)ეს ბოლო 20წუთი ყოველთვის იყო ყველაზე აზარტული, ამ დროს ხდებოდა ხოლმე მოწინააღმდეგის გატეხა
ნიკ
10 იანვარი 2019 12:49
0
შევარდნაძე იმ დროს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, ხოლო რა დონის იყო ეს თანამდებობა 9 აპრილის მოვლენბმა გვაჩვენა, როცა ნიკოლსკიმ მე-2 მდივანმა მზის მედალიონი აჩვენა ყველას და მიახვედრა სინამდვილეში I პირი ვინ იყო და ვის უნდა დამორჩილებოდნენ.
გიზოგ
10 იანვარი 2019 12:31
0
დიახ, ძალიან ამაღლებული დრო იყო ქართველთათვის, ინგლისური პრესა წერდა ჩამოვიდნენ ქართველები შექსპირის და ფეხბურთის სამშობლოში და გვასწავლეს, როგორ უნდა დავდგათ შექსპირი და როგორ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთიო. ძალიან მესიამოვნა, რომ ასე თბილად გაიხსენეთ ჩვენი დიდებული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. დინამოში ბევრი დიდებული ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ როცა გაგვიჭირდებოდა ყველას მანუჩარის იმედი გვქონდა. ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით ქართველებს გასვლაზე თამაში გვიჭირდა, მაგრამ მანუჩარი ყველგან შეუდარებელი იყო ბაქოშიც, ერევანშიც მოსკოვშიც, კიევშიც, ლონდონშიც და ესპანეთშიც. განსაკუთრებით მისი ბოლო წლები მახსენდება, ჯარიმის დარტყმა ისე დაამუღამა, რამის პენალტის დონეზე იყენებდა. ჩვენ, რომ ძველი შემართების მანუჩარი გყოლოდა ჰამბურგთან სტუმრად ასე არ წავაგებდით. მათთან უფრო ფსიქოლოგიური მომენტი იყო ვიდრე საფეხბურთო. ყიფიანის პირველი გოლის შემდეგ ჰამბურგი გარკვეული პერიოდი შედრკა და ამ დროს შეიძლებოდა თამაშის გარდატეხა, მაგრამ ამ დროს აღარ გვყავდა ბურთი შეუდარებელი დამჭერი მანუჩარი და ბურთი სწორედაც მოწინააღმდეგემ დაიჭირა, რასაც ჩვენი მხრიდან, თითქოსდა არართულ სიტუაციას ავტოგოლი მოჰყვა, რამაც საბოლოოდ გაგვტეხა მაშინდელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, სადაც 60%-ზე მეტი ევროპის ქვეყნების ნაკრების წევრები თამაშობდნენ.
გიზოგ
10 იანვარი 2019 11:00
0
მე ვიყავი იმ თამაშზე; ტრიბუნებზე 70 ათასი კაცი იყო და ყველა ერთხმად ვააშკარავებდით მსაჯის სექსუალურ ორიენტაციას; 4 დღე ვერ ვლაპარაკობდი - ხმა არ მქონდა; ისეთი არაობიექტური მსაჯობა სხვაგან კი, მაგრამ თბილისში არ გაუბედავთ; ბოლოს შევარდნაძე გამოვიდა მოედანზე.
მერაბ გ.
10 იანვარი 2019 10:18
0
კიდევ კარგი მარგველაშვილი აღარ არის პრეზიდენტი,თორემ ცისარტყელას ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვებდა ამასაც.
სოსო
10 იანვარი 2019 12:53
4
მეც მახსოვს ეგ თამაში, ყველაზე მეტად ხალხი გააბრაზა დროზე ადრე დამთავრებულმა თამაშმა. მაშინდელი დინამო იყო გალაქტიკის გუნდი, ნებისმიერ გუნდს მსოფლიოში მინიმუმ თანაბარ დონეზე უფრო მაღლა ეთამაშებოდა, მხედველობაში მყავს ბაიერნი რეალი ინტერს მოუგეს კიდეც ბარსა და ყველა თუნდაც ლივერპული და მანჩესტერი, ვესტ ხემს იქ მოუგეთ 4-1 მაგრამ მაინც, ზარიასთან 0-0 ზე არ უნდა მიეყვანათ საქმე.
მე მახსოვს ფეინორდთან თამაში იქ! თბილისში 3-0 გვქონდა მოგებული, იქ ორით ნოლი წაგვაგებინეს, ორი პენალტი არ დაგვიდეს, ორი ბურთი არ ჩათვალეს, ნაღდი გოლები მაგრამ მაინც გავედით შემდეგ ტურში, მახსოვს ბოლო წუტებზე უკვე ისე ფრთხილად თამაშობდნენ ჩვენები რომ წითელი ბარათი არ მოგვცეს ვინმეს, სულ არაფრის გულისთვის შეიძლებოდა გაეძევებინათ ვინმე და მომდევნო თამათს გამოტოვებდა ავტომატურად, ჰოლანდიაში რომ დაგვჩაგრეს, ეგრე არსად და არავისთან არ დაუჩაგრივართ მაგრამ მაინც გამარჯვება დადეს ბიჭებმა, გამარჯვება, რომელიც მაშინ ჩვენთვის დიდგორი იყო, მართლა დიდგორი იყო, რადგან ორასი წლის მანძილზე ყველაზე დიდი გამარჯვება ჩვენთვის იყო თასის აღება ევროპან მაშინ პირველად გაგვიცნო ქართველები, სუხიშვილები, რუსთაველის თეატრის რიჩარდ მესამე და დინამო, აი ესენი იყვნენ ის სამეული, რითიც მთელ მსოფლიოში გავიდა ჩვენი სახელი, ინგლისელები წერდნენ ქართველებმა გვასწავლეს, თუ როგორ უნდა ითამაშო რიჩარდი და ფეხბურთიო. იქამდე ერთეულებმა თუ იცოდნენ სტალინის ქართველობა და ვსიო, სულ ეგ იყო...
ბაიერნი მეორე ტაიმში აღარ გვეთამაშა კარაველას თასზე, უელვაში, ოთხთა ტურნირზე, მაშინ ძლიერი ტურნირი იყო ეგ, რეალი ბენფიკა დინამო და ბაიერნი იყვნენ, ყიფიანს ფეხი მოტეხეს მაშინ, ბაიერნი მეორე ტაიმში აღარ გამოვიდნენ სათამაშოდ დაიმალნენ, რუმენიგე და მიულერი სპეციალურად ჩავიდნენ სათამაშოდ როცა გაიგეს რომ დინამოს ხვდებოდნენ, ორით ნოლს ვუგებდით მაშინ, რუმენიგე იყო მათი მარადონა, მართლ მაგარი იყო მაგრამ მიხვდნენ რომ გაფარჩაკდებოდნენ და დაგვემალნენ. ბაიერნი მაშინ მსოფლიოს ხუთეულში შედიოდა. ეხ დრონი დრონი რა დრო იყო!!!
კ ო მ ბ ლ ე
10 იანვარი 2019 05:01
4
-ბენფიკა არა ბოავიშტა?! ალკმაარის აზ-67 იყო მეოთხე გუნდი.
ozeki
10 იანვარი 2019 11:12
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული