თბილისში ზამთრის თასზე "ლივერპულის" ერთ-ერთი გმირი ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ინფორმაციით, თბილისში ზამთრის თასზე სათამაშოდ ვლადიმირ შმიცერიც გვეწვევა.

სფფ-მ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში კონკურსი შესთავაზა, სადაც ის ცნობილი ფეხბურთელი უნდა გამოეცნოთ, რომელიც 2019 წლის ზამთრის თასზე ითამაშებს.

კონკურსი დასრულდა და სწორი პასუხი ვლადიმირ შმიცერი აღმოჩნდა. შმიცერი იმ "ლივერპულის" წევრია, რომელმაც 2004/2005 წლების სეზონში ჩემპპიონთა ლიგის ფინალში "მილანი" დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ თავიდან მერისაიდელები 0:3 აგებდნენ, თუმცა ანგარიშის გათანბრება შეძლეს და შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. სტივენ ჯერარდის შემდეგ მეორე გოლიმ "მილანის" კარში სწორედ შმიცერმა გაიტანა და პენალტების სერიაშიც გამოიჩინა
თავი.

ზამთრის თასზე მის გარდა ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ჯერემი ნჯიტაპი და ნუნუ გომეში მიიღებენ მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული