eldesmarque.com-ი იუწყება, რომ "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია (El Real Zaragoza testa dos perlas georgianas): ბოლნისის "სიონის" 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და თბილისის "ლოკომოტივის" 18 წლის ნახევარმცველი ლევან გრძელიძე.
"ზამთარში "სარაგოსა" გაძლიერებას შეეცდება, თუმცა მომავალზეც ფიქრობს. ამიტომ ჩამოვიდა აქ ორი ქართველი ფეხბურთელი, რომელთაც რამდენიმე დღის განმავლობაში თავის წარმოჩენის საშუალება ექნებათ. მათთვის სამაგალითო თანამემამულე გიორგი პაპუნაშვილია და მათ საერთო აგენტი ჰყავთ. ეს ბიჭები სამშობლოდან 4 ათასი კილომეტრით დაშორებული ქალაქის გუნდში დამკვიდრებას შეეცდებიან.
პირველი "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევი ლევან გრძელიძეა, რომელიც
თამაშის მანერით პაპუს ჰგავს. ის ცაციაა, მარჯვნივაც შეუძლია თამაში, სწრაფია და მოხერხებული.
მეორე 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილია. ის 195 სანტიმეტრის სიმაღლისაა, თამაშობდა პრაღის "სლავიაში", სლოვაკეთის "ზლატე მორავცეში" და ბოლნისის "სიონში".
ორივე ფეხბურთელს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება გააჩნია. მათ თავის გამოჩენის და გუნდში დამკვიდრების შანსი მიეცემათ. თავიდან ადაპტაციასთან დაკავშირებით პაპუსაც ჰქონდა პრობლება, თუმცა ახლა გულშემტკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია", - წერს საიტი.
მეგობრებო, თქვენ კი უფრო მეტი ოპტიმიზმი და ნაკლები შური მინდა გისურვოთ.