ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის "ტობოლის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ საიტ "CrystalSport-ს" და "სარაგოსაში" 2011/12 წლების სეზონის ვერშემდგარ ტრანსფერზეც ისაუბრა.

''ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა "დინამოდან" გამაცილეს, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. "სარაგოსა" ფინანსური დავალიანების გამო დასაჯეს, ტრანსფერის განხორციელების უფლება არ მისცეს და ამ ფაქტორის გამო ლა ლიგის კლუბში ვერ გადავედი.

ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთევროპულ
ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ", - თქვა კვეკვესკირმა.


მკითხველის კომენტარები / 13 /
ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა არასერიოზული ტიპაჟები არიან,თურმე სარაგოსაში და ესპანეთში უნდა წასულიყო და მერე კი ყაზახეთში ამოყო თავი,გულშემატკივრებს მასეთი ზღაპრების კარგა ხანია აღარ ჯერა,პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული აკლიათ და რასაც იმსახურებენ ისეთ დღეში არიან.საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს სერიოზული და დიდი სამუშაო ექნება ჩასატარებელი, გუნდში ახალი ფეხბურთელები უნდა გამოჩნდნენ კერძოდ კი ახალგაზრდები, ამ ძალით ფეხბურთელების ნაცვლად.
ziko
14:01 10-01-2021
0
დათო შენი კომენტარი კალაძეს წსუკითხია და თურმე ისე უნერვიულია რომ საჭმელიც კი აღარ უჭამია. Კალაძესთან ახლოს რომ მოვლენ რომელი ქართვრლი ფეხბურთელი გყავს გყავს ერთი? პროფესიონალი სპორტსმენის მაგალითი იყო კალა.როგორც პოლიტიკოსი და ქალაქის მერი სუპერ. Კალა მომავალი პრემიერია ნახავთ ყველა. Წარმატებები კალაძეს
ბაბუაწვერა
20:43 08-01-2021
24

სიახლეები პოპულარული